პოლიტიკა
13.07.20 16:00
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაძაბულობა 12 ივლისს დაიწყო. სროლისას 3 აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიღუპა, 4-კი დაშავდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთი საკუთარ დაღუპულ სამხედროთა რაოდენობას მალავს.
აღნიშნული კონფლიქტის შესაფასებლად PIA.GE რონდელის ფონდის მკვლევარს ზურა ბატიაშვილს დაუკავშირდა.
მისი შეფასებით, სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება დიდი ხანია მიმდინარეობს და მას აქტიური და პასიური ფაზები აქვს.
„ამ კონფლიქტს აქვს პასიური და აქტიური ფაზები, ახლა კი დადგა აქტიური ფაზა. ამ მომენტისთვის, მთავარია არ გადაიზარდოს ფართო მასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებაში, რაც ცუდ შედეგებს მოიტანს, როგორც ამ ორი ქვეყნისთვის, ასევე საქართველოსთვის“,- განაცხადა ბატიაშვილმა.
როგორც ბატიაშვილი განმარტავს, რუსეთმა შესაძლოა, სომხეთის დასახმარებელ ერთ-ერთ გზად საქართველოსგან სამხედრო კორიდორის შექმნა მოითხოვოს.
„გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კონფლიქტში მონაწილე სომხეთი კუხო-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის) წევრია, სადაც ლიდერი სახელმწიფო რუსეთია. ეს ორგანიზაცია ვალდებულია დაიცვას წევრი ქვეყნები გარე საფრთხეებისგან. შესაბამისად, კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში, რუსეთს გზა გაეხსნება აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ასევე რუსეთმა შესაძლოა, სომხეთის დასახმარებელ ერთ-ერთ გზად საქართველოსგან მოითხოვოს სამხედრო კორიდორის შექმნა, რაც ცალკე დიდ გამოწვევებსა და საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ზურა ბატიაშვილმა PIA.GE-სთან საუბრისას.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ორ საბჭოთა რესპუბლიკას შორის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, 1988 წელს დაიწყო. დღემდე ამ შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაახლოებით 40 000 ადამიანია დაღუპული.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში 1988 წელს დაიწყო. იმპერიის დაშლის შემდეგ კი კონფლიქტი სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა.
სომხეთმა რუსეთის ირიბი დახმარებით ყარაბაღის დაკავება მოახერხა. აზერბაიჯანი მას დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ხელი 1994 წელს მოეწერა, თუმა ამ დოკუმენტს მშვიდობა არ მოუტანია. 1994 წლიდან დღემდე რეგიონში სროლებს ორივე მხრიდან 3500 სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. იქამდე 1988-1994 წლებში შეიარაღებულ კონფლიქტს 38 000 ადამიანი შეეწირა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 253
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24