საზოგადოება

ზუგდიდის სოფელ დარჩელში, მდინარეში არასრულწლოვანს ეძებენ

14.07.20 12:20


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებიტ, მაშველები ზუგდიდში, სოფელ დარჩელში, მდინარე ჯუმში არასრულწლოვანს ეძებენ.

უწყების ცნობით, ადგილზე მუშაობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ჯგუფი 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. მათ შორისაა ორი მყვინთავი და ორი გასაბერი ნავი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სამუშაოებს ადიდებული მდინარე ართულებს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, 15 წლის ბიჭი საქონელს მწყემსავდა, რომელიც მდინარის ადიდების გამო მეორე ნაპირას დარჩა და წყალში მათ გადმოსარეკად შევიდა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები