პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელმა კრისტიან ურსეს უმასპინძლა

15.07.20 10:00


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში კრისტიან ურსეს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს საქართველოში განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტისათვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში და, ასევე, პირადად კრისტიან ურსეს ხუთწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისთვის.

„მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებულად გამოყო ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში კულტურული ტურიზმის განვითარებას.

აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უცხოელებისთვის, არამედ შიდა ტურიზმის გაძლიერებისათვის.

თავის მხრივ, კრისტიან ურსემ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო საქართველოსთან ინტენსიურ თანამშრომლობას გააგრძელებს და ყველა დაწყებული და დაგეგმილი ერთობლივი პროექტი შეუფერხებლად გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები