საზოგადოება

შსს-მ “სანტესთან” აქციაზე ოთხი პირი დააკავა

15.07.20 14:40


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის, “სანტეს” ქარხანასთან მიმდინარე აქციაზე 4 პირი, მათ შორის ბეჟან გუნავა დააკავა.

დაკავებულების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება 173-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

აქცია პარტია “ქართული არჩევანის” თამჯდომარე ბეჟან გუნავამ აქტივისტებთან და მოქალაქეებთან ერთად გამართა, რომლებიც აცხადებენ, რომ შპს “სანტეს” კუთვნილი ობიექტების სადემონტაჟო სამუშაოებიდან დემონტაჟის შემსრულებელი ბრიგადა უკანონოდ გამოაძევეს და მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ.

როგორც კომპანიის იურისტმა “პირველ არხს” განუცხადა, მათთვის გაუგებარია შეკრების იზანი, რამდენადაც მისი თქმით, კომპანიას ამ შპს-სთან არანაირი ხელსეკრულება არ აკავშირებს. ამასთან, იურისტის თქმით, სანტეს მიერ დაქირავებულმა კომპანიამ ქვეკონტრაქტორს, რომლებიც აქციას მართავენ, სხვა შენობის დემონტაჟი დაავალა და შედეგად კომპანია “სანტე” დაზარალდა:

„აბსოლუტურად გაუგებარია დღევანდელი შეკრების მიზეზი და მიზანი. „სანტეს“ ამ შპს-სთან არანაირი ხელშეკრულება არ გვაკავშირებს, ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული ინდმეწარმე ვინმე ღუდუშაშვილთან, რომელსაც ევალებოდა გარკვეული სადემონტაჟო სამუშაოების შესრულება. მას ჰყავდა ქვეკონტრატქორები დაქირავებული და მან შეცდომით მიუთითა ერთ-ერთი შენობის დემონტაჟის შესახებ თავის კონტრაქტორს, რომელიც „სანტეს“ ინტერესებში არ შედიოდა. სხვა შენობის ნაცვლად ისეთი შენობა დაანგრიეს, რომელიც „სანტეს“ ინტერესებში არ შედიოდა.

გამოდის, რომ შპს „სანტე“ იქითაა დაზარალებული. ამ ფაქტის გამო, ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება და უბრალოდ, ამ გაუგებრობის გამო მიმდინარეობს დავა.

მათ არანაირი უფლება არ ჰქონდათ, რომ პიკეტირება მოეხდინათ და კომპანიას საქმიანობაში ხელი შეეშალათ“, – განუცხადა კომპანიის იურისტმა “პირველ არხს”.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები