პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უახლოეს მომავალში დავასახელებთ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს

15.07.20 15:20


დაახლოებით სამი თვეა არჩევნებამდე დარჩენილი, შესაბამისად, უკვე აქტიურ ფაზაში უნდა შევიდეს ჩვენი საარჩევნო სამზადისი. უახლოეს მომავალშიც ჩვენ დავასახელებთ კანდიდატებს.

პირველ რიგში, მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს, შემდეგ გაგრძელდება სიაზე მუშაობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, მე დამნიშნეს საარჩევნო შტაბის უფროსად, გამოცდილებიდან გამომდინარე. ეს იყო ერთ-ერთი კრიტერიუმი. 2016 წელს მე ვიყავი შტაბის უფროსის მოადგილე, შემდეგ ყველა არჩევნებზე ვიყავი შტაბის ხელმძღვანელი. ყოველდღიურ რეჟიმში ვიქნები ჩართული შტაბის მუშაობაში და დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები დასრულდება „ქართული ოცნებისთვის” მორიგი ძალიან დამაჯერებელი წარმატებით.

ჩვენი საარჩევნო კამპანია იქნება მთლიანად აგებული მომავალზე. ორიენტირი იქნება ეს, რომ საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ როგორც ვხედავთ ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებას, მათ შორის, როგორ ვხედავთ, იმ კრიზისიდან გამოსვლას, რომელიც დაკავშირებულია პანდემიასთან. ეს აინტერესებს საზოგადოებას და არა ის კინკლაობა, რომელსაც, სამწუხაროდ, ისმენენ ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს შორის”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ პარტიის Facebook-ზე გავრცელდა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.




წყარო : /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები