პოლიტიკა

"მაცადეთ, ჩემი მოქალაქეები არიან კონგრესმენებზე მნიშვნელოვნები"- გახარია ევროპარლამენტარების წერილზე

30.07.20 15:40


პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კონგრესმენების მაიკ პომპეოსადმი გაგზავნილ უწმვავეს წერილს ასე პასუხობს: "მაცადეთ ერთი წუთით, ჩემთვის ახლა ჩემი მოქალაქეები არიან გაცილებით მნიშვნელოვნები, ვიდრე კონგრესმენები, მაცადეთ".

"სადაური კონგრესმენებიც არ უნდა იყვნენ, ხალხი, სტიქიაა და მადლობა ღმერთს, გადავრჩით" - თქვა პრემიერმა რაჭაში, სტიქიით დაზარალებულ სოფელ ღებში.

ამერიკელმა კონგრესმენებმა სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ოფიციალური წერილი გაუგზავნეს, სადაც საუბარია საქართველოში არსებულ დემოკრატიული მმართველობის პრობლემებსა და კორუფციაზე.

"საქართველოში რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მოსვლის შემდეგ ქვეყანა უკან იხევს. შავი ზღვის პორტთან დაკავშირებული აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნულ ინტერესებს" - წერენ კონგრესმენები.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები