პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო პროგრამის მიზანია, ფერმერებს არ დარჩეთ ჩაუბარებელი მოსავალი

13.08.20 16:00


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშემწყობ ღონისძიებებთან დაკავშირებით, მთავრობამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

მინისტრის განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილება მასტიმულირებელი მექანიზმია კომპანიებისთვის, რათა მათ საბრუნავ საშუალებებზე ჰქონდეთ წვდომა.

„სუბსიდირების პროგრამა, რომელიც რამდენიმე წლის წინაც გვქონდა, კვლავ განხორციელდება. როდესაც მოსავალი საკმაოდ დიდია და წელს, ძირითადად, შიდა ქართლის რეგიონში ველოდებით 120 000 ტონაზე მეტ ვაშლს, მთავრობა, საერთაშორისო კონიუნქტურის გათვალისწინებით, გარკვეულ ინტერვენციებს ახორციელებს. წელს მსოფლიოში ვაშლის მოსავლის მოლოდინი ძალიან მაღალია. იმისათვის, რომ ფერმერებს ჩაუბარებელი არ დარჩეთ საკუთარი შრომის შედეგად მოყვანილი პროდუქტი, მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც გულისხმობს 10 თეთრიან სუბსიდირებას 1 კილოგრამ ვაშლზე. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები, მინიმუმ, 22 თეთრს გადაუხდიან ჩამბარებელს, მიიღებენ 10 თეთრის კომპენსაციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა, რომ ჩაუბარებელი არ დარჩეს მოსავალი და ფერმერებმა ანაზღაურება მიიღონ. მთავრობის გადაწყვეტილება მასტიმულირებელი მექანიზმია კომპანიებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ წვდომა საბრუნავ საშუალებებზე, არ ჩაერიოს სახელმწიფოს უშუალოდ შესყიდვებში და ეს განახორციელოს გადამმუშავებელმა კერძო კომპანიებმა, რომლებიც, ძირითადად, ვაშლის წვენის კონცენტრანტს აწარმოებენ“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი განმარტებით, კონცენტრატი საექსპორტო პროდუქტია და ევროკავშირის ქვეყნებში გადის.

„კომპანიებს ერთწლიანი საბრუნავი საშუალებების პროცენტს დავუფინანსებთ იმ შემთხვევაში, თუ საბანკო კრედიტი არ იქნება 16 %-ზე მეტი. ჩვენ დავაფინანსებთ ნახევარს, 8 %-ს. ასეთივე მიდგომაა იმ შემთხვევაშიც, თუ იქნება ცვლადი საპროცენტო განაკვეთი. პროგრამა განხორციელდება 15 დეკემბრამდე, სეზონი დაიწყება სექტემბრიდან. ჩვენ მობილიზებული გვეყოლება სამუშაო-საორგანიზაციო შტაბი გორის მუნიციპალიტეტში, სადაც განთავსებულია 10-მდე გადამმუშავებელი ქარხანა. პროცედურები დაახლოებით ისეთივეა, როგორც რთველის შემთხვევაში. კომპანიებს მოეთხოვებათ, ჰქონდეთ უწყვეტი ინტერნეტკავშირი და ვიდეოკამერები, იმისთვის, რომ პროცესი მაღალ დონეზე, ორგანიზებულად ჩატარდეს და გაკონტროლდეს“. - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები