საზოგადოება

ენმ-ის აქტივისტი ირწმუნება, რომ ჩინოვნიკებმა სცემეს

26.04.16 17:05


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი მამუკა აბულაძე ირწმუნება, მას თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა რუსთავის მერიის რვა მაღალჩინოსანი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ინციდენტი რუსთავში, გუშინ ღამით, ბარ Hollywood-თან მოხდა, რომლის მფლობელიც აბულაძეა. ის დარწმუნებულია, რომ თავდამსხმელთა გაღიზიანება თავისმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა გამოიწვია.

„ზუსტად ვიცი, რომ თავდამსხმელები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო, შემდეგ ფიზიკურად გამისწორდნენ“, — განაცხადა აბულაძე.
ინციდენტზე კომენტარი გააკეთა ენმ-ის რუსთავის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მამუკა ჩიქოვანმა.

„სამწუხაროდ, ხელისუფლებაში კრიმინალურად მოაზროვნე ელემენტები არიან, რომლებიც სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან. ისინი თავს დაესხნენ ჩვენს აქტივისტს, ამ ბარის მეპატრონეს“, — განაცხადა მან.
რუსთავის მერიაში მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
გამოძიება მიმდინარეობს ცემის ფაქტზე. დაკავებული ჯერჯერობით არავინაა.


წყარო : Sputnik საქართველო http://sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები