პოლიტიკა

ნიკა მელია: პარლამენტში გლდანის მაჟორიტარ დეპუტატად დავბრუნდები

18.09.20 12:00


„პარლამენტში გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად დავბრუნდები, მაგრამ ეს არ იქნება ძველი პარლამენტი, საიდანაც მე არცთუ სამართლიანად გამომაძევეს. ეს იქნება სხვა შემადგენლობის პარლამენტი“, - ამის შესახებ გლდანში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

 

მისი თქმით, სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა აღნიშნულ რაიონში სხვა კანდიდატები არ წარადგინეს და „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირეს მხარი.

 

„მადლობას ვუხდი ოპოზიციურ პარტიებს, რომ სხვა კანდიდატები არ დააყენეს.

ავიღე ეს პასუხისმგებლობა და ამიტომ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ“, - აღნიშნანიკა მელიამ.

 

როგორც ოპოზიციონერმა კანდიდატმა განაცხადა, 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, ახლა კი „ქართული ოცნების“ მმართველობის დასრულების დროა.

 

ინფორმაციისთვის, ნიკა მელიას მთავარი კონკურენტი პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი იქნება, რომელიც ამ რაიონში მაჟორიტარად მეორედ იყრის კენჭს.

 

საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები მოდელით 120/30-ზე ჩატარდება, რას იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120, ხოლო მაჟორიტარულის სიით 30 წევრი შევა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები