პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე - რეალობას მოწყვეტილი მთავრობა სხვა საქართველოზე საუბრობს, სადაც თავად დალხენილად ცხოვრობენ და ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია

18.09.20 17:20


„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას კატასტროფულს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ სიმძიმეს ეროვნული ვალუტის კურსი ყველაზე მეტად გამოხატავს. ვაშაძის განცხადებით, ამ ფონზე მთავრობა რეალობას სრულიად მოწყვეტილია და შთაბეჭდილება იქმნება, რომ სულ სხვა საქართველოში ცხოვრობენ.

 

„ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური ვითარებაა და ამას ლარის კურსიც გამოხატავს, რომელიც როგორც წესი, ყველაზე ნათელი მაჩვენებელია იმ უდიდესი გაჭირვებისა და თავის ტკივილისა, რაც ქვეყანაშია. დღეს კიდევ ვუსმენთ მთავრობის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში, რომლებიც უბრალოდ რეალობას მოწყვეტილები არიან, ისინი საუბრობენ სხვა საქართველოზე, სადაც თვითონ დალხენილად ცხოვრობენ და ხალხი არის იქ, სადაც უკიდურესი გაჭირვებაა. აი, ეს უნდა შევცვალოთ 31 ოქტომბერს, ეს არაპროფესიონალიზმი, უვიცობა, კორუმპირებულობა და საკუთარ თავზე ორიენტირებულობა, რადგან მათი მოსმენაც კი, უკვე გამაღიზიანებელია, ეს ადამიანები იმდენად დიდ სიცრუეზე საუბრობენ ყოველთვის“ ,- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

 

აღნიშნულ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები