პოლიტიკა
22.09.20 13:20
„მიხეილ სააკაშვილი დიდ შეცდომას უშვებს, როცა ჰგონია, რომ მისი ავტორიტეტი კვლავ ვიღაცისთვის რაღაცას წარმოადგენს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთლიანად გამოიყენეს მთელი კოალიციური სპექტრი და ახლა სააკაშვილის აღარ აწყობს თავისი ამბიციებიდან გამომდინარე.
„როგორც მოსალოდნელი იყო, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთლიანად გამოიყენეს ეზოში თუ ფანჩატურში შეკრებილი მთელი კოალიციური სპექტრი, ზოგი სატელიტი იყო, ზოგი ერთკაციანი პოლიტიკური ინდმეწარმე.
გამოიყენა, ხელი მოაწერინა განცხადებას, შექმნეს სიმრავლის ილუზია და ახლა ეს უკვე რასაკვირველია, სააკაშვილს არ აწყობს თავისი ამბიციებიდან გამომდინარე.
ამბიციები ყველას აქვს ამ დროს, მაგრამ ამბიცია, რომელიც ამ ხალხს გააჩნია ერთად, ცალ-ცალკე, არ არის საფუძვლიანი, იმიტომ, რომ ნულს რომ ნული მივუმატოთ, ვერ გამოვა ვერანაირად ორი.
აქედან გამომდინარე ვფიქრობ, უფრო რეალური იქნება იმის თქმა, რომ სააკაშვილი წავიდა ვა-ბანკზე, მიდის საბოლოო პოლიტიკურ შეტევაზე და გარშემო მას მოკავშირეები არ სჭირდება.
თუმცა უშველებელ შეცდომას უშვებს, როცა ჰგონია, რომ მისი ავტორიტეტი კვლავ ვიღაცისთვის რაღაცას წარმოადგენს. ცარიელ ადგილზე არც სახელმწიფოს თემა არ გვარდება და ვერც შენობა აშენდება, თუკი ამის ფუნდამენტი არ არსებობს.
სააკაშვილი ვერც ფუნდამენტს შექმნის, ვერც ააშენებს და რეალურად, ეს არის ტრაბახა ინდივიდი. ასეთი ხიბლის ცოდვით არის კაცი შეპყრობილი. სააკაშვილი მოწყვეტილია აბსოლუტურად ყველანაირ რეალობას“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „მე ვხედავ საზოგადოების კოალიციას, მე საერთოდ ვერ ვხედავ პარტიულ კოალიციას. არ მჯერა პარტიებისა და პარტიუკების, არ მჯერა პოლიტიკანობის. მე მჯერა სახელმწიფო მოღვაწეების, ინოვაციის, ფართო საზოგადოებრივი ხედვის, პატრიოტიზმის, ფართო საზოგადოების გაერთიანების.
ახლა გვჭირდება სტაბილიზაცია. ნაციონალური მოძრაობა ამ არჩევნებზე უმრავლესობას ან აიღებს, ან საქართველო დაიღუპება“, - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
7 სექტემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 244
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24