პოლიტიკა

გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

13.10.20 17:20


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

 

უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა რეგიონში შექმნილი კრიზისული ვითარება განიხილეს. მხარეებმა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტზე და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარებზე იმსჯელეს.

 

ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლო საფრთხეებსა და გამოწვევებზე რომელიც რეგიონისა და საქართველოს უსაფრთხოების მიმართ იკვეთება.

 

გრიგოლ ლილუაშვილმა, საქართველოსთვის მისი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/ეხვედრის მონაწილეები, მიმდინარე კონფლიქტის გარშემო, ინფორმაციის სისტემატურ გაცვლასა და ამ მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები