პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენი ხალხის დამსახურებით, საქართველო არის თანამედროვე, დინამიური და დემოკრატიული სახელმწიფო

13.09.16 14:55


”ჩვენი გამოწვევა დღესაც არის სახელისუფლებო მომსახურების ინტეგრაციის გაუმჯობესების გზების პოვნა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, სატრანსპორტო სისტემების სისწრაფე და ეფექტიანობა დამოკიდებულია სხვადასხვა ქვეყანაში რიგი ზომების მიღებაზე.

”ჩვენი გამოწვევა დღესაც არის სახელისუფლებო მომსახურების ინტეგრაციის გაუმჯობესების გზების პოვნა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის, ასევე ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის შეთანხმებული მოქმედებისა და ყველაზე უსაფრთხო სატრანსპორტო პრაქტიკის გამოყენების უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ არის ასე სასიხარულო, რომ დღეს აქ შეიკრიბა ლიდერთა და პროფესიონალთა ასეთი შთამბეჭდავი ჯგუფი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველომ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია.

”წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს.

მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ უზარმაზარ პროგრესს და დღეს ჩვენ აღვადგინეთ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ვამყარებთ ჩვენს პოზიციებს, როგორც ევროატლანტიკური საზოგადოების დაფასებული და ანგარიშგასაწევი პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას, რომლებიც სრულად ამოქმედდა ორი თვის წინ. გარდა ამისა, ღრმავდება ჩვენი ურთიერთობა ნატოსთან. ჩვენ ვამართლებთ ჩვენს რეპუტაციას, როგორც წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა რეგიონში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები