პოლიტიკა

ფაქტია, რომ რაღაცას აშკარად მალავს გამოძიება, რაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებასა და დაბნეულობას - უგულავა ბანკის ძარცვის საქმეზე

26.10.20 13:20


ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდში, ბანკის საქმეს ეხმაურება.უგულავას თქმით, ეს საქმე, ისევე როგორც სხვა საქმეები ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, ბურუსით არის მოცული და როგორც უგულავამ აღნიშნა, სწორედ დაუსჯელობა წარმოშობს იმას, რა მდგომარეობამდეც მივიდა დღეს ქვეყანა.

 

„ფაქტია, რომ დაწყებული რაფალიანცის ბურუსით დაწყებული ინტერვიუდან, ზურაბ ჟვანიას საქმე, რომელიც შემდეგ გაყალბების ობიექტი იყო, შემდეგ იგივე ხორავას საქმე, სადაც იყო გაყალბების ნიშნები, მთელი რიგი საქმეებისა გაყალბებით მიმდინარეობს ამ ხელისუფლების პირობებში, ფაქტია, რომ გამოძიებით ხდება მანიპულირება.

 

ის განცხადება, რაც ჩვენ ვიხილეთ შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მხოლოდ და მხოლოდ კითხვებსა და ეჭვებს ბადებს, რომ აქაც გვაქვს ან გაწელვის მცდელობა, რომ არჩევნებამდე იქნება გამოავლინონ, რომ რაღაცას მაინც აკეთებენ, რადგან სხვა შემთხვევაში აბსოლიტურად ლოგიკას მოკლებულია, რომ თუ იცი ადამიანი და ის გაქცეულია, პირიქით, მის ფოტოებს აკრავ და აჯილდოვებ საზოგადეობას ვინც ინფორმაციას მოგაწვდის, ეს ხომ ახალი ველოსიპედი არ არის, ბოლო 3 საუკუნე ასე მუშაობს გამოძიება, ყველა ქვეყანაში ასე მუშაობს და რა გრელანდია აღმოაჩინა ასეთი და რა მეთოდი აღმოაჩინა ასეთი გომელაურმა.

 

ამიტომ, ფაქტია, რომ რაღაცას აშკარად მალავს გამოძიება, რაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას და დაბნეულობას და შემდეგ უკვე ათას ვერისას, ეს ჩანს უკვე, ეს ჩანდა წინა არჩევნების წინაც, როდესაც არჩევნებამდე 3 დღით ადრე ააფეთქეს გივი თარგამაძე და მის საქმეზე არანაირი შედეგი არ დამდგარა, იქაც სამხედროები ფიგურირებდნენ ფაქტია, რომ არავინ არ დასჯილა. ეს დაუსჯელობა, საბოლოოდ, წარმოშობს იმას, სადამდეც მივედით ჩვენ.“ - განაცხადა უგულავამ.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები