საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა გორთან | დაღუპულია 5 ადამიანი

30.10.20 10:15


თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე გორთან ახლოს ავტოავარია მოხდა, რომელსაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 11 მგზავრი.

 

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შშს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევისას, მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, სატვირტო მანქანას შეეჯახა.

 

შსს-ს ცნობით, დაშავებულები გადაყვანილნი არიან უახლოეს საავადმყოფოებში.

ასევე, ჯერჯერობით უცნობია,  ესწრებოდნენ თუ არა მიკროავტობუსის მგზავრები თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამართულ შეხვედრას.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები