ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთშინაწილი XIII თავი II

13.09.16 20:05



წალკის რაიონი
1. ახალიკი-,,სურბ-ჰარუთიუნ“ (,,სურბ-ასტვაწაწინ“), 1899 წ.

2. აიზმა- ,,სურბ-გევორგ“ (,,სურბ-ასტვაწაწინ“),VI- VII ს.ს

3. აშხალა- ,,სურბ-მინას“ 19ს. დგას.

4. ბურნაშეთი-,,სურბ-სტეფანოს“, აღდგენილია 1960 წ. დგას.

5. დერე-,,სურბ-ჰარუთიუნ“(,,სურბ-გევორგ“), აღდგენილია 1855-1857 წ. წ. დგას.

6. ხაჩ(ხაჩკოვ)- ,,სურბ-გევორგ“, მე-19 ს. აღდგენილია 1855-1857 წ. წ. მოქმედებს.

7. კორხი- ,,სურბ-სტეფანოს“ მე-19 ს. ნანგრევები

8. ღაბური- ,,სურბ-სარგისი“, აღდგენილია 1857-1861 წ. წ დგას

9. კიზილქილისა- ,,სურბ-ასტვაწაწინ“ მე-19 ს-ის პირველი ნახევარი აღდგენილია 1875- 1880-იან წლებში. მოქმედებს

10. კიზილქილისა-,,კარმირ - ვანქ“, XVI- XVII ს.ს დგას.

11. კუშაჩი-,,სურბ-ნშანი“ (,,სურბ-გევორგ“) მე-19 ს-ის პირველი ნახევარი. მოქმედებს

12. ნარდევანი-,,სურბ-სარგისი“, მე-19 ს-ის პირველი ნახევარი, აღდგენილია 1860 წ მოქმედებს.

13. ნარდევანი- ,,სურბ-ჰოვანესი“ მე-19 ს. სოფელში.

14. ნორაშენი-,,სურბ-ლუსავორიჩ“, 1830 დგას

15. ჯინისი ( ჩივთქილისა)- ,,სურბ-სტეფანოს“, 1886 წ. დგას. მე-19 ს. დგას

16. ჯინისი (ჩივთქილისა)- ,,სურბ-გევორგ“ მე-19 ს. დგას.

17. დაშბაში- ,,სურბ-სარგისი“ მე- XV ს. აღდგენილია მე-19 ს-ში , ნახევრად დანგრეული

18. დაშბაში- ,,სურბ-მარიამ“, XII- XIII ს. ს დგას.

19. ოზნი (ჰინია)- ,,სურბ-ასტვაწაწინ“, აღდგენილია მე-18 ს დას.

20. სამება ( გუნია)- ,,სურბ-ასტვაწაწინ“, მე-19 ს.

ლ. მელიქსეთ-ბეგის აზრით, „გუგარქ- ,,გოგარენე ( გუგარეთი) და თრიალეთი სავსებით ერთმანეთს არ ჰფარავენ, ვინაიდან ერთი უფრო ფართო მნიშვნელობის ცნებაა, ხოლო მეორე ვიწრო ჩანს იქიდან, რომ ,,თრიალეთი“ ძველად ,,წალკას“ მნიშვნელობით იყო ცნობილი-,,ჰერკირნ თრეღაც ორ წალკაც“ (,,ქვეყანა- თრიალეთი ესე იგი წალკა’’).

ამ ცნობიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ XII- XIII ს. ში თრიალეთს წალკას უწოდებდნენ, მაგრამ მიუღებელია, თითქოს ჯერ იყო სომხური სახელწოდება - ,,გუგარქ“, მერე ქართული ,,გუგარეთი“, პირიქით კი იყო. თუ რატომ, რა მიზეზით, რა გარემოებით შეიცვალა ტოპონიმები თრიალეთი- წალკით ახსნილი აქვს ლ.მელიქსეთ-ბეგს „ წალ-წყალ-კ-ს“ რომეღაც ტოტემის ნაშთად თვლის.

თრიალეთ - წალკა უძველესი ქართული მიწა იყო და მდებარეობდა საქართველო-სომხეთის საზღვართან. გაძლიერდებოდა სომხეთის სამეფო იპყრობდა ამ მიწას, მაგრამ საქართველო მოღონიერდებოდა თუ არა იბრუნებდა და ისევ მკვიდრდებოდა ქართული წეს-წყობილება და ცხოვრება. მოგვიანებით, აქ მეფის რუსეთმა 1830წ. შემოასახლა ერზერუმელი სომხები და ბერძნები. აქედან წაიშალა ქართულის კვალი წალკაში, შედარებით ნაკლებად ჯავახეთში - ,,თრიალეთ-წალკას“ ( ისევე როგორც ჯავახეთს). ამჟამად ძველი მოსახლეობა არ გააჩნია, ვინაიდან ეს უკანასკნელი მე- XVIII- XIX ს.ს მოოხრებათა შედეგად აქეთ-იქით მიიფანტა ან გაწყვეტილ იქნა . ამ მოსახლეობის დახასიათება კი მე- XVIII ს-ის პირველ მეოთხედისთვის ვახუშტი წარმოგვიდგენს შემდეგ სიტყვებში - ,,თრიალელნი მოსილნი ვითარცა დბანის-ხეველნი, სიმხნე ჰაეროვანი ნებითაცა ეგრეთნი, განა ესენი უმჯობესნი ყოველთა“.

ახლა კი თრიალეთის ნაცვლად წალკაზე ცხოვრობენ 1830წ. და შემდეგ ოსმალეთიდან გადმოსახლებულნი ბერძნები (26.312), მათ შორის 25.660 თურქულად და 2.652 ბერძნულად მოუბარი ბერძენი, სომხური (11.615) და თურქები ( 2.400), აგრეთვე გერმანელები (1.008) და სხვა.

XVIII ს-ის დროინდელი თრიალეთ - წალკას ტოპონიმიკა ნაწილობრივ არის წარმოდგენილი 1392 წლის თარიღით, შედგენილ საბუთში. ეს არის მცხეთის საეკლესიო მამულების სია, რომელშიც მოხსენიებულნი არიან: ,, თრიალეთს სოფელი ბარეთი და ცოტა-ბარეთი, ქედის-უბანი, მილისს სოფელი წითელი საყდარი, ზურის-უბანი, ახალშენი, კლონა, ბეშქენა-შენი, ზემო ანტრავას ოცი კომლი კაცი და ეკლესია, სოფელი მაჩუთა. ახალქალაქში, ნადვალევი, ორომა-შენი.

როგორც ვხედავთ თრიალეთ-წალკის ძველი ქართული მოსახლეობა განადგურდა და დღეს ძალიან ჭირს შემორჩენილი საკულტო ძეგლების ადრინდელი სახელწოდებების დადგენა, ძველი ლეგენდების და თქმულებების შესახებ ახალმა მოსახლეობამ არაფერი იცის. თრიალეთ-წალკას ძეგლებს ჩვენამდე უპასპორტოდ მოუღწვევია არადა ეს მხარე მდიდარი იყო ქართული ძეგლებით.

აი რას წერს ექ. თაყაიშვილი „Наши готовые храмы иногда даже с пергаментными церковным книгами, обратили их в свои приходские церкви в первые без всякой переделки. Но, затем, постепенно начали приспособлять, расширять, переделывать и иногда на месте их строить новые некрасивые и неуклюжие, но более просторные. Конечно до конца ни сохранилось и десятой части того, что было и только остатки показывают что вся Цалка была покрыта на каждую деревню их приходилось по несколько.“ თრიალეთ-წალკა ძველ საისტორიო წყაროებში იყო ცნობილი. პლინიუსი წერს: ,,მთავარი ქალაქებია- ალბანიაში- კაბალკა, იბერიაში-ჰერმასტი, რომლებიც მდინარეზე არიან აგრეთვე ნეორის [შემდეგ] ოლქი თაზი და თრიარი ვიდრე პარიადრეს მთებამდე.“
ლ. მელიქსეთ- ბეგის ვარაუდით- ოლქი ,,თაზი“ უნდა იყოს იგივე ტაშირი“ ზოგიერთი სომეხი მეცნიერი თრიალეთ- წალკას ძველ სომხურ ტერიტორიად თვლის, ხოლო მკვიდრ მცხოვრებლებად სომხები მიაჩნია. მათ ყურადსაღებად მინდა ვთქვა თუმცა იმედი კი არ მაქვს ყურად იღებენ მაგრამ მაინც მოგვაქვს ვახუშტის რუკა ( XVIII ს-ის პირველი ნახევარი), რომელზეც დატანილია თრიალეთ- წალკის ქართული სოფლის სახელწოდებანი და მათი მეოცე საუკუნის შესაბამისი ტოპონიმები, რომელთაც განიცადეს შემოსახლებულ სომეხთა და ბერძენთა გავლენით ცვლილებები.




ვახუშტის რუკით
1. რუხა(რეხი)

2. საპიტიახჩო (საპიტიახშო)

3. თეზი

4. წალკა

5. თეთრი წყარო

6. ოლთისი

7. ბარეთი

8. შეშვენაბენი

9. ეძალი

10. ახალქალაქი

11. ერანი

12. თურანი

13. ანდრაფი

14. მერეკანი

15. შუსოფელი

16. არწივანი

17. ტამალია

18. უწყლო

19. სამეხრეო

20. კუკია

21. საბატე

22. მეთრევანი

23. სევღრმა

24. ბეჟანი

თანამედროვე
1. რეხა

2. საპიტაღჭი

3. ავრანულუს, მეგალითური ნაქალაქევი

4. ჰუნია-ყალა

5. აიაზმა

6. ნადევანი

7. ბაშკოვი

8. შეშთაბენი

9. ბარმაქსიზი(წალკა)

10. ტაშ-ბაში

11. რან - თურანი

12. ტა-ქილისა

13. ელი-ქილისა

14. ბაშკოვო

15. გიუმბათი

16. ხადიკი

17. სანთა

18. წინწყარო

19. სანომერი

20. შეპიაკი

21. იმერა

22. ღურშაჩის ხეობა

23. ბურნაშეთი

როგორც ვხედავთ, არამარტო ადრინდელ საუკუნეებში არამედ XVIII ს-ის პირველ ნახევარშიც თრიალეთის-წალკის სოფლების სახელწოდებანი ქართულია, მაგრამ 1829-1830 წ. წ პასკევიჩის მიერ შემოსახლებული სომხების და ბერძნების ,,წყალობით“ ხდება მათი ტრანფორმირება.

ეპ. მირზახანიანის ხსენებულ სიაში წალკის რაიონის 20 ეკლესიიდან 4 პირველ პერიოდში ე.ი 1801 წლამდეა აგებული.

1. აიაზმა-,,სურბ-გევორგ“(,,სურბ-ასტვაწაწინ“) V- VI ს.ს ;დგას

2. კიზილქილისა (,,კარმირ ვანქ“)XVI – XVII ს.ს დგას.

3. დაშბაშ- ,,სურბ-სარგისი“, XV ს. აღდგენილია XIX ს-ში. ნახევრად დანგრეულია.

4. დაშბაშ- ,,სურბ-მარიამი“, XII- XIII ს.ს დგას.

ექ. თაყაიშვილი აღნიშნულ ნაშრომში (АЭРЗ IV, 1913, გვ. -4) ხაზგასმით წერს გენერალ პასკევიჩის მიერ 1829-1830 წ. წ თრიალეთ - წალკაში შემოსახლებული სომხების მიერ ქართული ხარაბა ეკლესია-ტაძრების მისაკუთრებისა და ქართულ ტოპონიმთა გადარქმევის შესახებ. ამის ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ვახუშტის მიხედვით ტოპონიმი თეთრიწყარო, რომელსაც მოსულებმა გადაარქვეს სახელი და უწოდეს -,,აიაზმა“, ,,წმინდა წყარო“.

ესეც არ იყოს აღნიშნული ეკლესიები აიაზმა, ყიზიქილისა დაშბაბაში, პირველი დაშბაში, მეორე დაშბაში აგებულნი არიან 1801 წლამდე, ამიტომ თუ არსებობს ამ მხარის ქართველი მეპატრონის სიგელი, ნებართვა მათი აშენების შესახებ ან თუნდაც ქტიტორული წარწერა, რომელშიც იქნება რომელიმე ქართველი სუვერენის ნება, მათი აშენების თაობაზე, ეს უნდა იქნეს წარმოდგენილი, მერე შეიძლება დაისვას საკითხი მათი გადაცემა არ გადაცემის შესახებ.

დანარჩენი 16 ეკლესია კი აშენებულია 1801 წლის შემდეგ, როცა საქართველო, როგორც სახელმწიფო არ არსებობდა და იყო მეფის რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული. მათი აშენების შესახებ რომც იყოს რუსის მეფის ან ეგზარხოსის „პრიკაზი“ მათი აშენების შესახებ, მას სამართლებრივი ძალა არ გააჩნია, რადგან საქართველო რუსეთის იმპერიის სამართალმემკვიდრე არ ყოფილა და არც ახლა არის.

წაკითხულია : 60022


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები