პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა იაპონიის ელჩს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა

13.11.20 14:20


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეფონით ესაუბრა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ელჩის პირად წვლილს საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში და მას მადლობა გადაუხადა.

 

პრემიერმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა პანდემიის პირობებში იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება.

 

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.

 

გიორგი გახარიამ ტადაჰარუ უეჰარას სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ საქართველო მას ყოველთვის სიხარულით უმასპინძლებს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები