პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილი: ხელისუფლებას თავად უნდა უნდოდეს, რომ პასუხისმგებლობა გადაანაწილოს, ეს სკამები არაა, ტვირთია

25.11.20 18:00


ხელისუფლებას თავად უნდა უნდოდეს, რომ პასუხისმგებლობა გადაანაწილოს, ეს სკამები არაა, ტვირთია, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა თამარ ჩუგოშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, მოსახლეობაში მრავალპარტიულობაზეა მოთხოვნა და ერთპარტიული პარლამენტი ვერც პროცესს წარმართავს და ვერც დემოკრატიას ვერ შექმნის.

 

“ოპოზიციას მოსახლეობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა აქვს და ეს არის ფაქტი.

ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, ესეც არის ფაქტი. ერთპარტიული პარლამენტით ვერანაირ პროცესს ვერ წაიყვან და ვერანაირ დემოკრატიას ვერ შექმნის. ჩვენ როდესაც ამ სისტემას ვიღებდით, ხომ ვიძახდით, რომ ჩვენ გვჭირდება მრავალაპრტიული – კოალიციური მმართველობა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად დაწერილმა მოცემულობამ სხვა ვითარება აჩვენა, ფაქტია, რომ საზოგადოებაში არის მრავალპარტიულობის მოთხოვნილება.

როდესაც ასეთი კრიზისები გაქვს, ჩემი აზრით თვითონ უნდა უნდოდეს ხელისუფლებას, რომ გადაანაწილოს პასუხისმგებლობა. ვერ ვხვდები, რატომ უნდათ, რომ მარტოებმა ატარონ პასუხისმგებლობა იმ სირთულეებზე, რაც გვაქვს. ეს სკამები კი არ არის, პირველ რიგში ტვირთია. პოლიტიკაში ყოფნა არის ტვირთი და პასუხისმგებლობა”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. თამარ ჩუგოშვილი: ხელისუფლებას თავად უნდა უნდოდეს, რომ პასუხისმგებლობა გადაანაწილოს, ეს სკამები არაა, ტვირთია.

 

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები