პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: თუ ხელისუფლების მხრიდან რეალური წინადადება იქნება წარმოდგენილი, მაშინ მესამე რაუნდს აზრი ექნება

27.11.20 12:20


„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის თქმით, თუ ხელისუფლების მხრიდან რეალური წინადადება არ იქნება, მაშინ მესამე რაუნდის გამართვას აზრი არ ექნება.

ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„მესამე რაუნდს აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მხრიდან იქნება რეალური წინადადება წარმოდგენილი, თუ ასეთი არ იქნება, რაუნდი რაუნდისთვის არავის არ სჭირდება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკების რიგით მესამე რაუნდს უახლოეს დღეებში ვარაუდობენ.

 

ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობენ.

 

მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები