პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

01.12.20 16:40


დავით ზალკალიანი ვარშავაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ვიდეო კონფერენციის ფორმატში დღეს და ხვალ გაიმართება.

 

საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაში, პოლონელ კოლეგასთან ერთად ჩაერთვება.

 

მინისტერიალის ფარგლებში განიხილება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, ასევე ამ მხრივ მიღწეული წარმატებები და საქართველოს ნატოში გაწვერიანების ხელშეწყობისკენ მიმართული აქტივობები.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები