პოლიტიკა
04.12.20 11:00
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ 2021 ფისკალური წლისთვის თავდაცვითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. კერძოდ, რუსეთთან სტრატეგიული კონკურენციისა და მასთან დაკავშირებული ქმედებების თვალსაზრისით, თავდაცვის დეპარტამენტი თვლის, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაკავებლად დეპარტამენტმა უნდა გაზარდოს „ყურადღება და შავი ზღვის რეგიონში ცვალებად სამხედრო ბალანსზე რესურსები მიმართოს, ასევე, გაზარდოს ნატო-სა და სხვა მრავალმხრივი სწავლებების სიხშირე და მასშტაბი შავი ზღვის რეგიონში. მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით”.
ნატო-ს გაძლიერებული პარტნიორობის პროგრამაში უკრაინის მიღებასთან დაკავშირებით მუხლში კონგრესი აღნიშნავს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში ნატო-ს წევრი ქვეყნების მეთაურებმა განაცხადეს, რომ „ნატო მიესალმება უკრაინასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ნატო-ს წევრობისთვის. „დღეს ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს ქვეყნები გახდებიან ნატო-ს წევრები“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.
დოკუმენტში ცალკე ქვეთავი ეთმობა უკრაინასა და ქვეყნის უსაფრთხოების მხარდასაჭერად 250 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას.
აღნიშნული თანხიდან 75 მილიონი დოლარი ქვეყნის ლეტალური იარაღით უზრუნველყოფას მოხმარდება.
დოკუმენტში „ჩრდილოეთის ნაკადი -2“ მილსადენისთვის სანქციების გაფართოებაც არის გათვალისწინებული. კერძოდ, სანქციების დაწესება იგეგმება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მილსადენის მშენებლობისთვის საჭირო სპეციალიზებული ხომალდებით უზრუნველყოფას ხელს უწყობენ.
აშშ-ის თავდაცვითი ბიუჯეტის ჯამური ოდენობა დაახლოებით 732 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღნიშნული თანხიდან 69 მილიარდი დოლარი საზღვარგარეთ გაუთვალისწინებელი ოპერაციებისთვის არის განკუთვნილი, რაც როგორც განმარტებით დოკუმენტშია ნახსენები, საშუალებას მისცემს სამხედროებს, შეინარჩუნონ მზაობა, გაზარდონ შესაძლებლობები და ინვესტირება განახორციელონ ახალ პროგრამებსა და ტექნოლოგიებში, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო.
აშშ-ის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტის პრიორიტეტებია გაწერილი.
ახლა დოკუმენტი პრეზიდენტს უნდა გადაეგზავნოს. დონალდ ტრამპი მისი დაბლოკვით იმუქრება, იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზაციის აქტიდან მისთვის სადაო მუხლებს არ ამოიღებენ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 262
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
12:3023.01.21
-
18:0022.01.21
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3044 ლარი გახდა
17:4022.01.21
-
17:2022.01.21
-
„ვაშინგტონ პოსტი“ - ევროპული სასამართლო 2008 წელს საქართველოსთან ომის გამო რუსეთს გმობს
17:0022.01.21
-
თელავის პროკურატურასან ელენე ხოშტარიამ და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს
16:4022.01.21
-
16:2022.01.21
-
არჩილ თალაკვაძე: რიგგარეშე არჩევნებს არ განვიხილავთ
16:0022.01.21
-
რეგულარული ფრენები პირველი თებერვლიდან განახლდება
15:4022.01.21
-
არ არის გამორიცხული, პარლამენტში კიდევ ერთი პარტია ვიხილოთ - არჩილ თალაკვაძე
15:2022.01.21
-
15:0022.01.21
-
თამარ გაბუნია - ახლა ვართ პლატოს პერიოდში
14:4022.01.21
-
14:2022.01.21
-
14:0022.01.21
-
როდის აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მიმოსვლა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში
13:4022.01.21
-
სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება
13:2022.01.21
-
13:0022.01.21
-
შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 769 ფაქტი გამოავლინა
12:4022.01.21
-
12:2022.01.21
-
მარინა კალიურანდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: სამართლიანობამ პოლიტიკაზე გაიმარჯვა
12:0022.01.21
-
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი "ქართულ ოცნებასთან" მოსალაპარაკებლად პარლამენტში მივიდნენ
11:4522.01.21
-
დღეს საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება
11:3022.01.21
-
11:1522.01.21
-
11:0022.01.21
-
რუსეთი ამბობდა, რომ ქართველები ოსებისგან დასაცავად დააკავეს – დავის დეტალები
10:4522.01.21
-
10:3022.01.21
-
ცხინვალში სეპარატისტებმა ტერორის რეჟიმი დაამყარეს “თავიანთი ხალხის წინააღმდეგ"
10:1522.01.21
-
10:0022.01.21
-
სალომე ზურაბიშვილი - ვაქცინაზე საქართველო ევროკავშირის მხრიდან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელოდება
18:0021.01.21
-
17:4021.01.21
-
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათ ეშინიათ სატელევიზიო ბულინგის
17:2021.01.21
-
დავით ჭიჭინაძე - „ოცნება“ უნდა წავიდეს! ეს კი მხოლოდ ახალი არჩევნებით მოხდება
17:0021.01.21
-
შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს: მოდით, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა
16:4021.01.21
-
16:2021.01.21
-
16:0021.01.21
-
15:4021.01.21