პოლიტიკა

"ყველა, მინუს ელისაშვილი" - ოპოზიციის ახალი ფორმატი და სამოქმედო გეგმა

21.01.21 14:00


ოპოზიცია კონსულტაციებს "მოქალაქეებისა" და ალეკო ელისაშვილის გარეშე იწყებს - ახალი ფორმატი უკვე ცნობილია და სამოქმედო გეგმის დეტალებზე მსჯელობას ოპოზიციური ერთობა უახლოეს დღეებში აღნიშნულ ფორმატში შეუდგება.

 


ენმ-ს წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიცია აქტიურად დაიწყებს მუშაობასა და მზადებას მიტაცებული არჩევნების გასაპროტესტებლად:

 

"ოპოზიციის მთავარი გეგმა არის ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში და ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა უკავშირდება ამ ამოცანას. ოპოზიციამ უკვე გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ამ პროცესისათვის, როდესაც ჩვენ უარი ვთქვით საპარლამენტო მანდატებზე და ოპოზიციის გარეშე ერთპარტიული პარლამენტი ქართული ოცნების გაცილებით უფრო დამაზიანებელია, ვიდრე ის, რომ ჩვენ პარლამენტში შიგნით ვიყოთ წარმოდგენილი და მეორე ამ პროცესის პარლამენტს გარე პროცესები, რომელიც დაიგემება ერთობლივად, ჩვენ უკვე დავიწყებთ ძალიან აქტიურ შეხვედრებს და დავგეგმავთ მთელ გაზაფხულს", - განაცხადა უდუმაშვილმა.

 

"ერთიანი ოპოზიციური პლატფორმა აქტუალურია. მოლაპარაკებები მიდის პარტიებს შორის ჩვენ მომართული ვართ იმაზე, რომ ერთიანი პოზიცია იქნას შემუშავებული. რაც შეეხება ბატონი ელისაშვილის გეგმებს, ის ოპოზიციის გეგმებში აქტუალური აღარ არის", - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა ვახტანგ კალოიანმა.

 

"ალეკო ელისაშვილს თავისი გზა აქვს, ამაზე აღარ გავაკეთებთ კომენტარებს... მას თავისი გზა აქვს, ჩვენ - ჩვენი და როგორც ჩანს ეს გზები არ იკვეთება ერთმანეთში.

ამ საკითხზე აღარ ვითანამშრომლებთ, მორჩა, გაირკვა პოზიციები, ოპოზიცია ვთანამშრომლობთ კონკრეტულ საკითხებზე", - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები