პოლიტიკა

NDI-ი თავის კვლევით ეუბნება, რომ საზოგადოებაში საშენო განწყობა არ არის - მდინარაძე ოპოზიციაზე

27.01.21 12:00


ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერში" NDI-ს კვლევასა და მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე ისაუბრა. მისი თქმით, კვლევების ბოლო შედეგი, სადაც ოპოზიციის მიმართ საზოგადოების ნდობის მაჩენებელმა დაიწია, ხელისუფლების ოპონენტებს ნიშანს აძლევ, რომ ხალხში მათ მიმართ დადებითი განწყობა არ არის:

 


"რეალურად, მეხუთე რაუნდის გასაღები ოპოზიციასთანაა. მათ სურვილზეა დამოკიდებული და მათ მზაობაზე. ქართულმა ოცნებამ თქვა მაქსიმუმი და ჩვენ არ გვივაჭრია, ისინი ვაჭრობენ, მაგრამ როდესაც მესიჯი აქვთ დაზეპირებული და ამბობენ, რომ გაყალბებულია არჩევნები და ლამის რწმენამდე აიყვანეს გაყალბებული არჩევნების რწმენა და ერთმანეთს ამუნათებენ, რომ სხვანაირად არ უნდა ილაპარაკოს არავინ, მიუხედავად იმისა, რომ არგუმენტები აღარ არსებობს... NDI-ი დაემატა ბოლოს მტკიცებულებად. საერთაშორისო საზოგადოება, პარტნიორები, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ქართული საზოგადოება და ბოლოს NDI-ი თავის კვლევით, რომელიც ეუბნება, რომ საშენო განწყობა არ არის და ისტორიულ მინიმუმზე დაეცა მათი რეიტინგი. ამის მიუხედავად ვერ მოიშალეს "გაყალბებული არჩევნების" ტერმინის გამო ერთმანეთის დამუნათება" - განაცხადა მდინარაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ NDI-მ გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ოპოზიციის მიმართ საზოგადოების ნდობა წინა წლებთან შედარებით, ნაკლებია, რასაც ოპოზიციონერი ლიდერები იმით ხსნიან, რომ სატელეფონო გამოკითხვისაა, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო მათ საუბარს უსმენს, გამოკითხული პირები ზუსტ და გულახდილ პასუხებს ვერ გასცემდნენ.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები