პოლიტიკა

ანზორ ბიწაძე: ის რომ არავინ დაშავებულა, ასი პროცენტით ნიკა მელის დამსახურებაა

23.02.21 16:20


"დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ანზორ ბიწაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ენმ-ს ოფისის შტურმის დროს არავინ დაშავებულა, ნიკა მელიას დამსახურებაა, რადგან მისი პრინციპული მოთხოვნა იყო, რომ მისი მხარდამჭერები და კოლეგები მნშვიდობიანად დახვედროდნენ სპეცრაზმს:


"ის რომ ოპერაციის დროს არავინ დაზარალებულა, ასი პროცენტით ნიკა მელიას დამსახურებაა. ნეკია მელია ჯერ ციხეში უსამართლოდ გამოკეტეს და ახლა გომელაური და ღარიბაშვილი უსამართლოდ, საკუთარ თავზე იწერენ.

 

თავმომწონედ გვეუბნებიან რომ ოპერაცია ისე ჩაატარეს, რომ არავინ დაზარალებულა. ეს არის ნიკა მელიას გადაწყვეტილების დამსახურება, რომელიც მან მიიღო გუშინ საღამოს, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვთათბირობდით როგორ უნდა დაგვეცვა თავი ივანიშვილის და ღარიბაშვილის აგრესიისგან.

 

ყველა ოპოზიციონერი კოლეგის და აქტივისტისადმი, ნიკა მელიას პრინციპული მოთხოვნა იყო, რომ უპრეცენდენტოდ მშვიდობიანი ყოფილიყო მისი მხარდამჭერების და კოლეგების სამართალდამცავების დახვედრა.

 

ასე რომ, მისი ამ დამსახურების უსინდისოდ მითვისებას, გომელაურმა და ღარიბაშვილმა თავი დაანებონ. ეს ნიკას დამსახურებაა!" - განაცხადა ბიწაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები