პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი საქპატენტის ხელმძღვანელობას შეხვდა

01.03.21 16:00


სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ტალიაშვილი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტის) თავმჯდომარეს, მინდია დავითაძეს და მის მოადგილეს, ნინო ჩიქოვანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის აქტუალობაზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესრულების მიზნით ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მნიშვნელობას.

 

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური თუ კულტურული განვითარებისათვის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა კრეატიულ და ინოვაციურ სფეროებში არსებითად მნიშვნელოვანია.

 

საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ახალგაზრდობის პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში. ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ამ სფეროში მათთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის. სწორედ ახალგაზრდები წარმოადგენენ ახალი ტექნოლოგიების ასევე ინტერნეტში საავტორო ნაწარმოებების ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს. ასევე მათ განსაკუთრებით დიდი პოტენციალი გააჩნიათ თავად შექმნან ინოვაციური და შემოქმედებითი პროდუქცია, იქნება ეს დიზაინი, გამოგონებები, სახელოვნებო თუ ლიტერატურული ნაწარმოები. შესაბამისად, ჩვენ მეტი ძალისხმევა უნდა მივმართოთ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ახალგაზრდებზე ორიენტირებული და მათზე მორგებული პროექტების შესამუშავებლად.

 

შეხვედრის დასასრულს მხარეები თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და კომიტეტსა და საქპატენტს შორის სამომავლო ურთიერთობების მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები