პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ დიალოგი შედგება

05.03.21 12:00


„რაც არ უნდა პოლიტიკურად განსხვავებულ პოზიციებზე ვიყოთ, მით უმეტეს, იმ რადიკალურ ჯგუფებთან, რომლებიც აანონსებენ რევოლუცოურ სცენარებს, მზად ვართ, რომ საზოგადოებისა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

 

„მოლოდინი გვაქვს, რომ დიალოგი შედგება. ყოველ შემთხვევაში, რაც არ უნდა პოლიტიკურად განსხვავებულ პოზიციებზე ვიყოთ, მით უმეტეს, იმ რადიკალურ ჯგუფებთან, რომლებიც აანონსებენ რევოლუცოურ სცენარებს, მზად ვართ, რომ საზოგადოებისა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ.

 

თუმცა, ეს არ შეიძლება იყოს ცალმხრივი, ეს უნდა იყოს ორმხრივი, რადგან წარმოუდგენელია რაიმე შეთანხმების მიღწევა, თუ არა ორმხრივი კომპრომისები.

 

ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. გამოკვეთილი საკითხებია, რასთან მიმართებაშიც ვერ შედგება ვერანაირი კომპრომისი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე ულტიმატუმით ვსაუბრობთ. გვესმის, რომ დიალოგო ნიშნავს არა ულტიმატუმის ენით საუბარს, არამედ შესაძლებლობების გამონახვას, სადაც შეგიძლია პოზიციები დავაახლოვოთ.

 

ვნახოთ, რამდენად იქნება ამის მზაობა ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, თუმცა აშკარად ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან იკვეთება დაინტერესება, რომ ასეთი კომპრომისები იყოს მიღწეული“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

ოპოზიციისთვის მთავარ მოთხოვნებად რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება რჩება, „ქართული ოცნება“ კი ამბობს, რომ დესტრუქციული ნაბიჯებით თავად ოპოზიცია აფერხებს მოლაპარაკებების პროცესს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები