პოლიტიკა

„თუ რაიმე გადაცდომა ან დარღვევა იქნება მშენებლობის მთელ პროცესში, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები“ - ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესის“ შესახებ

05.03.21 17:00


თუ რაიმე გადაცდომა ან დარღვევა იქნება მშენებლობის მთელ პროცესში, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 


„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად. ამიტომ, თუ სადმე რაიმე გადაცდომა ან დარღვევა იქნება მშენებლობის მთელ პროცესში, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, მკაცრები და კანონის მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში იმოქმედებს სამინისტროს ყველა სამსახური.

 

ვფიქრობ, რომ დღეს ხალხმა ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე მიიღო პასუხი - ეს არის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია, იმაზე თუ რა ტიპის გარემოზე ზემოქმედების რისკებს ატარებდა პროექტი.

 

ამაზე ისაუბრეს საქართველოს წამყვანმა ექსპერტებმა და, ამავე დროს, მოქალაქეებს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ტიპის კვლევებზე იყო დაფუძნებული ამ ექსპერტების მოსაზრებები”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა ცაგერში მოქალაქეებთან გამართული შეხვედრის დროს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები