საზოგადოება

ამინდი საქართველოში: წვიმა მაისის ბოლომდე გაგრძელდება

20.05.16 15:40


მაისის ბოლომდე მთელს საქართველოში თბილი, მაგრამ წვიმიანი ამინდი გაგრძელდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

20 მაისი
დასავლეთ საქართველოში პარასკევს უნალექო ამინდი იქნება. დღის მეორე ნახევარში, ქვეყნის აღმოსავლეთით, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ქარის სიჩქარე დასავლეთ საქართველოში წამში 10-15 მეტრი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც, შეიძლება 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 19-24, მაღალ მთაში კი 13-18 გრადუსი სითბო. აღმოსავლეთში 21-26 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში — 14-19 გრადუსი სითბო იქნება.

თბილისში დღის მეორე ნახევარში სინოპტიკოსები წვიმასა და ელჭექს პროგნოზირებენ. ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება.

21 მაისი
დასავლეთ საქართველოში, შაბათს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ჩათვლით, ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოში ღამით 7-11 გრადუსი, ხოლო დღისით — 23-28 გრადუსი სითბო იქნება, მაღალ მთაში — ღამით 0-5, ხოლო დღისით — 13-18 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ჰაერი 8-20 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღისით — 20-25 გრადუსამდე, მაღალ მთაში ღამით 0-5, ხოლო დღისით 13-18 გრადუსი სითბო იქნება.

ღამით თბილისში 12 გრადუსი, ხოლო დღისით 24 გრადუსი სითბო იქნება.

22 მაისი
კვირას მთელს საქართველოში იწვიმებს. მოსალოდნელია სუსტი ქარი.

ღამით დასავლეთ საქართველოს ბარში 10-15, ხოლო დღისით 25-30 გრადუსი სითბო იქნება. მაღალ მთაში ღამით 1-6, ხოლო დღისით — 17-22 გრადუსი სითბო იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 9-14, ხოლო დღისით 22-27 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი, მაღალ მთაში ღამით — 3-8, ხოლო დღისით — 13-18 გრადუსი სითბო იქნება.

თბილისში ღამით 14 გრადუსი, ხოლო დღისით — 24 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები