პოლიტიკა

ივანიშვილს მოუწევს დათმობაზე წასვლა... ის პერსონალური სანქციების სამიზნე გახდება - ბოკუჩავა

07.04.21 10:30


"ბიძინა ივანიშვილს მოუწევს დათმობაზე წასვლა, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა" - ასეთია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოლოდინი მოლაპრაკებების 2 რაუნდის ჩაშლის შემდგომ.


როგორც პარტიის წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, ქვეყანა ბევრი მიმართულებითაა ჩიხში შესული და ამაზე კვლევების ბოლო მონაცემებიც მეტყველებს.

 

"ძალიან ძვირფასს და მნიშვნელოვან დროს ვკარგავთ, რომელიც ამ ქვეყანას ნამდვილად არ აქვს. ეადგან ადამიანები შიმშილობის ზღვარზე არიან. ქვეყანა, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება ამას ამბობს მოსახლეობის 60% IRI-ს ბოლო გამოკითხვაში. ვხედავთ რომ ქვეყანა ჩიხშია ბევრი სხვადასხვა მიმართულებით.

 

ამიტომ, ეს დასაკარგი დრო ნამდვილად არ გვაქვს. თუმცა, საბოლოო ჯამში ბიძინა ივანიშვილს მოუწევს დათმობაზე წასვლა, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა, მაგრამ შესაძლოა ეს იყოს იმ მოცემულობასი, როდესაც ის იქნება მაგალითად პერსონალური ტარგეტირებული სანქციების სამიზნე" - აღნიშნა ბოკუჩავამ.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები