პოლიტიკა
12.04.21 16:20
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს.
ხაზი გაესვა ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პოტენციალსა და ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გააქტიურების საკითხს. დიპლომატთან შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრეს. ასევე, მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება.
იაპონიის ელჩმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას მიაღწიონ და ქვეყანამ რეფორმები გააგრძელოს. იმამურა აკირამ იაპონიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა.
ელჩი ხვალ საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ნიქოზს ეწვევა.
„იაპონია მაგალითია განვითარებადი ქვეყნებისთვის, თუ როგორ უნდა შეძლო ეროვნული თანხმობის მიღწევა და როგორ უნდა განავითარო საკუთარი ეკონომიკა ისე, რომ ომის შედეგად დანგრეული ქვეყანა, ძალიან მალე მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან და უდიდეს ეკონომიკის მქონე ქვეყნად გახადო. მრავალი წელია, იაპონის მთავრობის დახმარებით, საქართველოში ხორციელდება პროექტები ინფრასტრუქტურის, განათლების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და სხვა სფეროებში. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, მათ აქვთ გეგმები, რომ საქართველოში ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით ჩაიდოს ინვესტიციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 262
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24