ეკონომიკა
31.05.21 15:20
ჩვენი განახლებული პროგნოზის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იქნება 6.5 პროცენტი, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს წინა პროგნოზებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან ფინანსთა სამინისტროს განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები წარადგინა.
როგორც მან აღნიშნა, განახლებული პროგნოზები ითვალისწინებს პოზიტიურ ცვლილებებს ეკონომიკის ყველა მნიშვნელოვანი მაჩვენებლის მიმართულებით.
„ბოლო პერიოდში ვხედავთ ძალიან პოზიტიურ დინამიკას. ეს ჯერ კიდევ მარტში გამოჩნდა, როდესაც დაფიქსირდა 4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა პირველად პანდემიის დაწყებიდან. პროგნოზებს წარვადგენთ 3 სცენარით - საბაზისო, პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარებით. წინა პროგნოზებით შემუშავებული საბაზისო სცენარი განსაზღვრულია, როგორც მიმდინარე პესიმისტური სცენარი. რაც შეეხება საბაზისო, ანუ მთავარ სცენარს - ჩვენი განახლებული პროგნოზის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იქნება 6.5 პროცენტი, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს წინა პროგნოზებს. 2022 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იქნება ასევე მაღალი - 6.9%“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, მცირდება ბიუჯეტის დეფიციტი 7.1 პროცენტამდე დღეს არსებული 7.6 პროცენტიდან.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით. როგორც მოგახსენეთ, ჩვენი პროგნოზები მოიცავს ასევე ოპტიმისტურ სცენარს, რომლის მიხედვითაც 2021 წელს ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნა დონეზე და სავსებით შესაძლებელია, რომ ეკონომიკური აქტივობა სწორედ ოპტიმისტური სცენარით განვითარდეს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, ოპტიმისტურ სცენარში ნავარაუდევი ეკონომიკური ზრდა 2021 წელს შეადგენს 10.2 პროცენტს.
„აღნიშნული სცენარი ითვალისწინებს მიმდინარე წელს ტურიზმის უფრო სწრაფ აღდგენას - კონკრეტულად 2019 წლის 40-45 პროცენტის დონეზე. იგი ასევე ითვალისწინებს ეკონომიკის დინამიურ ზრდას ეკონომიკის სხვა სექტორებშიც. ამის აშკარა ნიშნები ჩვენ გვაქვს აპრილის თვის მონაცემებში, სადაც ეკონომიკა თითქმის 45 პროცენტით გაიზარდა და აღნიშნული ზრდა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორზე გადანაწილდა”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, განახლებული პროგნოზით უმჯობესდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და მთავრობის ვალის შემცირების დინამიკა უფრო სწრაფი იქნება. სწორედ აღნიშნულ პროგნოზებზე დაყრდნობით დაიწყება ბიუჯეტში ცვლილებების პროექტისთვის მზადება.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 244
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24