პოლიტიკა

მთავრობამ ბანკებისგან 35 მილიონი ლარი ისესხა

22.06.21 17:00


საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მთავრობამ 5 კომერციული ბანკისგან 35 მილიონი ლარი ისესხა. ვალის გადახდა კი ხელისუფლებას ექვს თვეში ერთხელ მოუწევს:


"2021 წლის 22 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

 

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 83 750 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.050 პროცენტით, მაქსიმალური 9.190 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.085 პროცენტით განისაზღვრა.

 

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში" - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები