პოლიტიკა

დავით ბერძენიშვილი - პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში, ”რესპუბლიკელები” მის დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებენ

20.05.16 20:00


ფრაქცია “რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი ადასტურებს, რომ პრეზიდენტის მიერ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ვეტოს გამოყენების შემთხვევაში, “რესპუბლიკელები“ ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ბერძენიშვილის შეფასებით, აღნიშნულ კანონში განხორციელებული ცვლილებები გამიზნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებების ვერ მიღებისთვის და მას მხარს ვერ დაუჭერენ.

“თუკი ვეტო იქნება, ჩვენ მის დაძლევაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ეს გასაგებია, რადგან ჩვენ კანონპროექტს მხარი არ დავუჭირეთ. არ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა წაიღოს კოლეგიების უფლებამოსილებები და ამასთანავე, პრაქტიკულად, პარალიზებული იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებების მიღება, ძალიან მაღალი კვირუმის პირობებში.

“რესპუბლიკელები“ კანონპროექტის გაუმჯობესებას ვცდილობდით, მაგრამ გაუმჯობესების ნაცვლად, მისი რამდენიმე მუხლი სწორედ გაუარესებისკენ არის - ის რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ცხრა კაციდან ხუთს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება არის უკეთესი, ვიდრე ის, რომ ცხრა კაციდან ექვს არ შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება“, - ამბობს დავით ბერძენიშვილი.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები