პოლიტიკა

“რუსთავი 2”-ის კვლევის განსხვავებული შედეგები – “ნაციონალური მოძრაობა” – 12,5 პროცენტია და არა 26 პროცენტი”

03.10.16 18:35


GFK-ს კვლევის მონაცემების მიხედვით, რომელიც ნოტარიუსთან იყო დალუქული და დღეს გაიხსნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ 12,5 პროცენტი აქვს და არა 26 პროცენტი, როგორც ეს „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, – ამის შესახებ ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა განაცხადა.

„ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კი ნოტარიუსთან დალუქული და“რუსთავი2“-ის მიერ გავრცელებული მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა და 25,4 პროცენტს შეადგენს.

აღნიშნული მონაცემები, ნოტარიუს ნინო ხოფერიასთან დღეს ჟურნალისტებთან ერთად გაიხსნა.

როგორც შალვა რამიშვილმა აღნიშნა, ის აპირებს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მისვლას, სადაც შეიტანს განცხადებას.

„კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში შევიტან განცხადებას, რომ მოახდინონ რეაგირება. არსებობს მეორე ნოტარიუსთან ნანა ბაკურაძესთან შენახული „ფლეშ“ მეხსიერების ბარათი, სადაც არის ველი კვლევის. ამასაც გადავცემთ კომპეტენტურ პირებს, უნდა დამთავრდეს ინსინუაციები კვლევებთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა რამიშვილმა.

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ “თავისუფალი ზონის” ყოფილ წევრ ბესო კალაძისგან მიიღო ინფორმაცია, თუ როგორ აყალბებენ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ტელეკომპანია “რუსთავი 2” და კომპანია GFK.

შალვა რამიშვილმა და “თავისუფალი ზონის” ყოფილმა წევრმა, ბესო კალაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართეს, სადაც იტქვა, რომ ბესო კალაძეს ხელში ჩაუვარდა ორი დოკუმენტი, ორი მონაცემი, ვლევის ის მონაცემები, რომელიც მაშინ ჯერ არავინ არ იცოდა “ბისიჯისა” და GFK-ს გარდა, ხოლო მეორე იყო რეალური დათვლა.

“მე ვურჩიე ბესო კალაძეს, თავი შეეკავებინა ამ დოკუმენტების გამოქვეყნებისგან და დაეცადა, დაემთხვეოდა თუ არა ეს მონაცემები გავრცეელებულს. ეს მონაცემები, ჩემი რჩევით, კალაძემ ნოტარიუსთან დაამოწმა და შეინახა. ჩვენ აქედან ყველანი წავალთ ნოტარიუსებთან და გავხსნით იმ მონაცემებს ერთად”,-აღნიშნა შალვა რამიშვილმა პრესკონფერენციაზე, რომელსაც კალაძეც ესწრებოდა.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, “რუსთვაი 2”-ის მიერ გავრცელებული მონაცემები არის გაყალბებული.

“შემიძლია გითხრათ, რომ ეს მონაცემები შეცვლილია “ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებაში”, – აღნიშნა რამიშვილმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები