პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: გაჩნდა შანსი მეორე ადგილზე “თავისუფალი დემოკრატები” გავიდნენ

03.10.16 18:45


“ყველაზე კარგი შანსი ამ კვლევით ჰქონდათ “თავისუფალ დემოკრატებს”, იქ გამოიკვეთა რამდენიმე პარტია, ვინც ჩანდნენ და 3-4 პროცენტთან ახლოს იყვნენ”, – ამის შესახებ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გაჩნდა შანსი იმისა, რომ “თავისუფალი დემოკრატები” მეორე ადგილზე გავიდნენ, “ნაციონალური მოძრაობა” კი საერთოდ არ შევიდეს პარლამენტში.

“ბოლო ორ კვირას თუ ვიანგარიშებთ, აგონიაში მყოფმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” ძალიან გამოააშკარავა თავის თავი, გაჩნდა იმის შანსი, რომ “თავისუფალი დემოკრატები” გავიდნენ მეორე ადგილზე, ამის შანსი გაჩნდა”, – აცხადებს ივანიშვილი.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები