პოლიტიკა
27.07.21 12:20
მთელ საქართველოს ვულოცავ საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის საერთაშორისო აღიარებას, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოში იუნისეკო-ს საქმეთა ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოს ნომინაცია „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. მთელ საქართველოს და თითოეულ თქვენგანს ვულოცავ ამ უდიდეს წარმატებას, ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელმაც, საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვანი სამუშაო გაწია ამ აღიარების მოსაპოვებლად“, – წერს დავით ზალკალიანი „ფეისბუქში“.
მინისტრის განცხადებით, გეოგრაფიული მრავალგვარობა და ბუნებრივი სიმდიდრე ქვეყნის სახეს განსაზღვრავს და იმ განსაკუთრებულ მუხტს სძენს, რომელსაც წინაპრები საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადასცემდნენ.
„ბუნებრივი მემკვიდრეობა ეს ის სიმდიდრე და ფასეულობაა, რომელიც ყველა ჩვენგანს ეკუთვნის. სწორედ ამიტომ, თითოეულმა მოქალაქემ კარგად უნდა გააცნობიეროს თავისი როლი მისი მოვლა-პატრონობის საქმეში. ეს მემკვიდრეობა ჩვენ წარსულიდან გვერგო, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ მისი აწმყოსთან და მომავალთან დაკავშირება. ჩვენ, თანამედროვე საზოგადოებამ, პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და თვალის ჩინივით დავიცვათ ის, რაც ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს, რაც ქართველისთვის სიწმინდესთანაა გაიგივებული და რაც საკუთარ თავში ჩვენი რწმენის წყაროა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უდიდეს მიღწევას და საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის საერთაშორისო აღიარებას“, – წერს დავით ზალკალიანი.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 343
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24