პოლიტიკა

საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნული წვრთნა რუსეთს "ზომების მიღებას“ ავალდებულებს - პუტინის პრესმდივანი

30.07.21 10:15


რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021) გამოეხმაურა.

 

"ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ნატო თავის ინფრასტრუქტურით არა უბრალოდ ჩვენი საზღვრების ირგვლივაა, არამედ ეხება ჩვენს საზღვრებს. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ძალიან ყურადღებით დაკვირვების საგანს წარმოადგენს.

მთავარი ის არის, რომ ეს გვავალდებულებს მივიღოთ ზომები ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის ის, რაც პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და ჩვენმა წარმომადგენლებმა სხვადასხვა დონეზე არაერთხელ განაცხადეს“,- აღნიშნა დმიტრი პესკოვმა.კრემლის პრესმდივანმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო წვრთნაში აზერბაიჯანის ქვედანაყოფიც მონაწილეობს. მისი თქმ,იოთ, ამ ქვეყანასთან რუსეთს პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს.

 

„მთავარია, რომ მსგავსი სწავლების სცენარი არ ითვალისწინებდეს შენიღბულ მოქმედებას ჩვენი მიმართულებით. მაგრამ სწავლების სცენარი იკვრება ნატოში, ხოლო ალიანსი არ მალავს, თუ ვინ არის მისი მთავარი მოწინააღმდეგე“, - აღნიშნა დმიტრი პესკოვმა.რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს არ დაუზუსტებია, ნიშნავს თუ არა მისი ეს სიტყვები, რომ მოსკოვი უკმაყოფილოა საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ წვრთნაში აზერბაიჯანის ქვედანაყოფის მონაწილეობით.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები