პოლიტიკა

19 აპრილის ანულირებული შეთანხმება და არადემოკრატიული პროცესები ქვეყანაში - პოლიტიკური პარტიების შემდეგ, ვიოლა ფონ კრამონი არასამთავრობო სექტორს შეხვდა

30.07.21 17:00


ხელისუფლების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებად გაოცხადების შემდეგ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ჩამოვიდა და პოლიტიკურ პარტიებს მოსათათბირებლად შეხვდა.


ევროპარლამენტარმა დღეს შეხვედრა გამართა ასევე არასამთავრობო სექტორთან, სადაც სასაუბრო თემა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და 5 ივლისის ძალადობრივი ქმედებები იყო.

 

"მნიშვნელოვანია, არჩევნების მიმართ იყოს ნდობა მოქალაქეების მხრიდან. ეს არის აქ მთავარი. ცხადია, თუ სურვილი არ ექნება მმართველ პარტიას ამისი, ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება. რა თქმა უნდა, ოპოზიციის როლიც მნიშნელოვანია ამ ყველაფერში, თუმცა მმართველ პარტიაზეა მთავარი პასუხისმგებლობა, - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

 

"არიან ძალიან იმედგაცრუებულები იმით, რომ ქვეყანაში აღარ გრძელდება ეს პროცესები და მმართველმა პარტიამ უარი განაცხადა შესრულებაზე დოკუმენტის.

ისინი ფიქრობენ, რომ პირიქით ამ ფონზე უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს, ამავე დროს ისინი იფიქრებენ რა შეიძლება იყოს ზეწოლის მექანიზმები ხელისუფლებაზე, იმისთვის, რომ შეასრულონ ის ვალდებულებები რაც აიღო მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერით", - აღნიშნა ISFED-ის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები