საზოგადოება
16.09.21 12:40
თბილისის პროკურატურაში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტების გამოკითხვა მიმდინარეობს. გამოკითხვაზე ტელეკომპანია ,,ფორმულას” ჟურნალისტი ქეთი ნადიბაიძე მივიდა. საგამოძიებო უწყებაში ასევე დაბარებულები არიან ,,ფორმულას” კიდევ ერთი ჟურნალისტი მარტა ქურასბედიანი და ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე. ასევე „მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
ჟურნალისტ ქეთი ნადიბაიძის განცხადებით, გამოკითხვაზე სავარაუდოდ მოწმის სახით არის დაბარებული, რადგან აღნიშნულ მასალებს ბოლო სამი დღის განმავლობაში აშუქებდა.
„დაბარებული ვარ ფარულ მასალებთან დაკავშირებით, სატელეფონო კომუნიკაციისას დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა, სავარაუდოდ, დაბარებული ვარ მოწმის სტატუსით, რადგან ბოლო სამი დღეა რაც ეს მასალები გასაჯაროვდა ამ თემას ვაშუქებ. ვნახოთ კონკრეტულად რა შეკითხვები ექნებათ”, - აღნიშნა ქეთი ნადიბაიძემ.
ნადიბაიძის ადვოკატის ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყების ძირითადი ინტერესი დამნაშავეების გამოვლენა და სრული დასჯა უნდა იყოს, თუმცა შესაძლოა პროკურატურას სულ სხვა ინტერესებიც ჰქონდეს, რაც „არ იქნება კარგი როგორც პროკურატურისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის”.
„მე ვფიქრობ, რომ პროკურატურის მთავარი ინტერესი უნდა იყოს უკანონო მიყურადების ფაქტების გამოძიება, თუკი ამ საკითხზე ექნებათ კითხვები ჩვენ მზად ვართ, რომ ვუპასუხოთ. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ გამოძიება კიდევ უფრო სიღრმეში უნდა შევიდეს. საგამოძიებო უწყების ძირითადი ინტერესი უნდა იყოს სწორედ დამნაშავეების გამოვლენა და სრული დასჯა”, - აღნიშნა ედუარდ მარიკაშვილმა.
შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 388
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24