პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ჩვენ, როგორც პარტია, მონაწილეობას არ ვიღებთ აქციაში

13.10.21 15:00


„ლელო“ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს. პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, მისთვის უცნობია, რა გეგმები აქვს „ნაცმოძრაობას“ აქციის შემდეგ.

 

„როცა აქცია იგეგმება, ეს არის პასუხისმგებლობა და პარტიამ უნდა იცოდეს, რა არის აქციის გაგრძელება, რა მეთოდებით ხდება შემდგომი სვლა. გრძელდება აქცია, მთავრდება აქცია თუ ბოიკოტის რეჟიმში გადადის. ჩვენთვის ეს საკითხები ცნობილი არ არის, შესაბამისად, ჩვენ, როგორც პარტია, მონაწილეობას არ ვიღებთ (აქციაში)“, - განაცხადა ხაზარაძემ.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას 14 ოქტომბერს მართავს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები