პოლიტიკა
15.10.21 16:40
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას თვალს ადევნებს და დაინტერესებულია, რომ მიხეილ სააკაშვილთან დროულად შევიდეს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი და შეისწავლოს მისი მდგომარეობა.
„ცოტა ხნის წინ მქონდა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე საუბარი. მათ განაცხადეს, რომ განცხადება თითქოსდა არასწორად იყო დაწერილი პირადი ექიმის მხრიდან, ამიტომ მე მათ ვთხოვე დაუკავშირდნენ და აუხსნან, რა პროცედურებია დასაცავი. ვიცი, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა თანხმობა მულტიფუნქციური ექიმების ჯგუფის მუშაობაზე“, - აცხადებს ლომჯარია.
ომბუდსმენის თქმით, მას პირადად არ უნახავს სააკაშვილის ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადება, რის საფუძველზეც ის პატიმრობაში მყოფ სააკაშვილთან ციხეში შესვლას ითხოვდა.
„განცხადება არ მინახავს. პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ არასწორად არის, ანუ მოთხოვნილია ერთთვიანი ულიმიტო შესვლა, რასაც არ ითვალისწინებს პროცედურები. ანუ თითოეულ შესვლაზე განცხადება ცალ-ცალკე უნდა დაიწეროს, ეს არის მიზეზი. ჩემი წარმომადგენლები პრეზიდენტის მდგომარეობას რეგულარულად ამოწმებენ, ვახორციელებთ ვიზიტებს. გუშინაც იყვნენ შესულები.
რა თქმა უნდა, მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება შევიდე, გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა, მეც და ჩემი წარმომადგენლები აქტიურად ვართ ჩართული და მონიტორინგს ვუწებთ მის მდგომარეობას. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მე არ შემიძლია საჯაროდ ვისაუბრო, ამის უფლება არ მაქვს, თუმცა ვადევნებთ თვალს და ძალიან დაინტერესებული ვარ, რომ დროულად შევიდეს მულტიფუნქციური ჯგუფი და შეისწავლოს მისი მდგომარეობა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
რაც შეეხება პატიმრობის პირობებს და მოპყრობას პატიმრის მიმართ, მისი თქმით, ამ თვალსაზრისით სახალხო დამცველს დარღვევები არ დაუფიქსირებია.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 523
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24