პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოში ჩამოვიდა

18.10.21 10:30


აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოში ჩამოვიდა. ლოიდ ოსტინი თბილისის აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა.

 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდება.

 

„საქართველოში, თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდება, რათა დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ხაზი გაუსვას აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების მოგვარებაში. ლიდერები ასევე განიხილავენ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობასა და შავი ზღვის რეგიონში უფრო მეტ რეგიონალურ თანამშრომლობას წაახალისებენ“, - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.

 

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოსა და უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ხაზს გაუსვამს იმას, რომ ნატოს კარი ღიაა.

 

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი ამერიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოების განგრძობითი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები