პოლიტიკა

შეფუთეს, რომ 30 ოქტომბრის შემდეგ ახალი მთავრობა იქნება, რაც ტყუილია -  ირაკლი ქადაგიშვილი

20.10.21 16:00


ოპოზიციური პარტიები ტყუილ-მართლის აზელვით არიან დაკავებული, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, კოალიციური მთავრობა მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უნდა შედგეს.


"მათ განცხადებებს სერიოზულად არ ვუდგები, მაგრამ ხალხი კიდევ ერთხელ შეჰყავთ გაურკვევლობასა და დაბნეულობაში, რომ 30 ოქტომბრის არჩევნებისთვის რაღაც ახალი მთავრობა ყალიბდება. ეს არის ჩვეულებრივი „ფეიკი“, შეფუთეს, რომ 30 ოქტომბრის შემდეგ ახალი მთავრობა იქნება, რაც ტყუილია. ოპოზიციას ერთადერთი მცდელობა აქვს, რამენაირად არ წააგოს მეორე ტური, ეს რეალობა აუცილებლად დადგება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 

წყარო :  /www.ghn.ge/         

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები