პოლიტიკა

საქართველოს ელჩი: თბილისს ძალიან მალე ეწვევიან საბერძნეთის მაღალი თანამდებობის პირები

20.10.21 16:40


უკვე არის იმის შესაძლებლობა, რომ მეტი ფიზიკური შეხვედრა გავმართოთ. ძალიან მალე მაღალი დონის ვიზიტები იგეგმება, როგორც საქართველოდან საბერძნეთში, ასევე ათენიდან თბილისში. თბილისს ძალიან მალე ეწვევიან საბერძნეთის მაღალი თანამდებობის პირები, - ამის შესახებ საბერძნეთში საქართველოს ელჩმა, დავით დონდუამ განაცხადა.

 

„კახა კუჭავა საბერძნეთში ვიზიტის დროს შეხვდება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს. საუბარი შეეხება ორმხრივი ურთიერთობების ძალიან ფართო სპექტრს და ვისაუბრებთ ორ მეზობელ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ჩვენ და საბერძნეთი აქტიურად ვთანამშრომლობთ ყველა სფეროში. ეს შეხვედრა ძალიან კარგი საშუალება იქნება ჩვენი მუშაობის კოორდინირებისთვის. პანდემიის გამო კარჩაკეტილობის შემდეგ ვუბრუნდებით ჩვეულ რიტმს. უკვე არის იმის შესაძლებლობა, რომ მეტი ფიზიკური შეხვედრა გავმართოთ. ძალიან მალე მაღალი დონის ვიზიტები იგეგმება, როგორც საქართველოდან საბერძნეთში, ასევე ათენიდან თბილისში. თბილისს ძალიან მალე ეწვევიან საბერძნეთის მაღალი თანამდებობის პირები. ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციულად აქტიურ თანამშრომლობას საბერძნეთთან.

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს გამოვიყენებთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტზე აქცენტის გასაკეთებლად. ეს ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებაა“, - აცხადებს დავით დონდუა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები