პოლიტიკა
02.12.21 16:40
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობით, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს, რიგით 38-ე სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სუამ-ის მინისტერიალი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის შემდეგ, წელს მეორედ შედგა და საქართველოს თავმჯდომარეობის კონტექსტში, მას უძღვებოდა ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი ნიკუ პოპესკუ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და სუამ-ის გენერალური მდივანი ალთაი ეფენდიევი.
მინისტრმა შეაჯამა 2021 წელს, სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობა და მიმოიხილა წლის მანძილზე, პანდემიის მიუხედავად, თავმჯდომარეობის ფარგლებში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები.
მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, მათ შორის, პოლიტიკური, საპარლამენტთაშორისო, სექტორული, ასევე სუამ+ ფორმატების ფარგლებში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. დავით ზალკალიანმა მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებსა და ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, სუამ-ის წევრი ქვეყნების კოორდინირებულ თანამშრომლობასა და ურთიერთქმედების გაძლიერების აუცილებლობაზე.
შეხვედრის დასასრულს, ხელი მოეწერა სხდომის ოქმს და გადაწყვეტილებას მოლდოვისათვის თავმჯდომარეობის გადაცემასთან დაკავშირებით. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში თანამშრომლობისათვის და წარმატება უსურვა მოლდოვის მხარეს, რომელიც მომდევნო ერთი წლით, 2022 წელს ჩაიბარებს აღნიშნულ მანდატს.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 361
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი შოთაძე თურქეთის გენერალურ პროკურორს, ბექირ შაჰინს შეხვდა
15:4719.03.24
-
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა
15:0019.03.24
-
14:2519.03.24
-
14:0019.03.24
-
13:2519.03.24
-
არჩილ თალაკვაძე - ვეტო დაედო იმას, რომ საარჩევნო სისტემა ყოფილიყო თავისუფალი პარტიების ჩარევისგან
12:5819.03.24
-
12:2219.03.24
-
12:0019.03.24
-
პრემიერი - საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი
11:4019.03.24
-
თავდაცვის მინისტრმა დანიის სამეფოს ელჩსა და თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა
11:1519.03.24
-
10:4519.03.24
-
მთავრობამ აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები განიხილა
10:0319.03.24
-
22 მარტს, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
18:0018.03.24
-
17:4018.03.24
-
17:2018.03.24
-
16:4818.03.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია
16:2018.03.24
-
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა
15:5718.03.24
-
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნატოს გენერალური მდივნის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
15:3018.03.24
-
ანრი ოხანაშვილი - დაუშვებელია „ვეტინგის“ სისტემის შემოღება
15:0518.03.24
-
ვიქტორ დოლიძე - ვაშინგტონის სამიტზე საქართველო რომ იქნება წარმოდგენილი, შემიძლია, დავადასტურო
14:4618.03.24
-
პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იქნება
14:2018.03.24
-
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოშია
14:0018.03.24
-
13:3418.03.24
-
13:0018.03.24
-
საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ხმაური იყო
12:4118.03.24
-
12:1018.03.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ მივესალმებით ოპოზიციონერების ისეთ გაერთიანებას, რომ ხმა არ დაიკარგოს
11:0018.03.24
-
10:3518.03.24
-
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ღაზას შიმშილი ემუქრება, მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა
10:0018.03.24
-
აზერბაიჯანის მართლმადიდებლობა ‘სამ რომს’ შორის. მცხეთა უახლოესი ალტერნატივაა...
18:5015.03.24
-
17:2015.03.24
-
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
17:0015.03.24
-
16:4315.03.24
-
16:3215.03.24
-
16:1515.03.24