პოლიტიკა

„სააკაშვილის ხარჯები შეიძლება ეგზოტიკურად გამოიყურება, თუმცა არსად არ არის გაწერილი, რა ფორმით ინახავს სახელმწიფო პრეზიდენტს“ - გიგი უგულავა

03.12.21 10:45


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი უგულავა მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა. 

 

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ თანხების გახარჯვის წესი არ არსებობს, ამიტომ სასამართლო პროცესი უსამართლოა.

 

„მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ეგ პრობლემა მეც მქონდა, ეგ პრობლემა მიშასაც აქვს და ყველა დღევანდელ თანამდებობის პირს. მაგ მუხლით შესაძლებელია ყველა პრემიერ-მინისტრის და მერის დაჭერა და შეიძლება ბევრი ხარჯი ეგზოტიკურად გამოიყურება, თუმცა არსად არ არის გაწერილი რა ფორმით ინახავს სახელმწიფო პრეზიდენტს და მის ოჯახს, რაც იმას ნიშნავს, რომ რახან არ არსებობს არანაირი სტანდარტი, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თუ როგორ განკარგოს ხარჯები“, - განაცხადა გიგი უგულავამ. 

 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

 

ინფორმაციისთვის მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება 29 ნოემბერსაც მიეცა.

 

ექსპრეზიდენტი პროცესზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები