პოლიტიკა

დავით ზალკალინმა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

03.12.21 18:00


ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში შედგა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანსა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს მელანი ჟოლის შორის, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის ტრადიციულ მეგობრობას და პარტნიორობას.

 

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კანადელ კოლეგას საქართველოს მხარდაჭერისთვის, მათ შორის ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი პოზიციის გაჟღერებისათვის.

 

მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ნატო-ს მინისტერიალს და მის შედეგებს, კანადამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერვო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი დიდი მხარდაჭერა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები