პოლიტიკა

საკრებულო დედაქალაქის მთავრობას დღეს დაამტკიცებს

07.12.21 12:00


თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას - საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს და გამგებლებს დედაქალაქის საკრებულო დღეს დაამტკიცებს.

 

სხდომა საკრებულოში 16:00 საათზე გაიმართება.

 

თბილისის 10 რაიონის გამგებელი მერმა კახა კალაძემ დღეს წარადგინა. როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მოსახლეობის მხარდაჭერა და ნდობის გამოცხადება მისი გუნდისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა.

 

“ხვალ მე და ჩემი გუნდის წევრები წარვდგებით თბილისის საკრებულოს წინაშე და საკრებულოს მხრიდან კანდიდატების დამტკიცების შემდეგ სრული მასშტაბით შევუდგებით საქმის კეთებას, წინასაარჩევნოდ დაანონსებული პროექტების განხორციელებას. გვაქვს ამბიციური და რეალისტური გეგმები, რომელთა განხორციელების შემდეგაც თბილისის ბევრად უფრო მწვანე, კომფორტული, მოწესრიგებული და ლამაზი ქალაქი იქნება“, - განაცხადა კალაძემ გამგებლების წარდგენისას.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები