ანალიტიკა

სოხუმელი სეპარატისტები ქართულ-აფხაზური დიალოგის შეწყვეტას ითხოვენ... მზადდება თუ არა ომი "სამ ფრონტზე"?

21.01.22 10:00


2021 წლის ნოემბრის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვ-კალანტაროვი სოჭში ე.წ. სეპარატისტული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის" საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, სეპარატისტულმა ხელისუფლებამ მათ კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიების მოსახლეობის დანარჩენი საქართველოსგან „სრული იზოლირებისკენ“ აიღო გეზი.

 

2021 წლის დეკემბერში აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უცხოურმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა სეპარატისტულ ე.წ. „საგარეო საქმეთა სამინისტროსთან“ შეთანხმებით უნდა ჩაატაროს ნებისმიერი შეხვედრა აფხაზი საზოგადოების და საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობით. საუბარი იყო, კერძოდ, მრგვალ მაგიდებზე, დისკუსიებზე, სემინარებზე, შეხვედრებზე საქართველოს ხელმძღვანელობისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

 

ამავე დროს, იგივე ლავროვ-კალანტაროვის ინიციატივით დაიწყო უკრაინის ირგვლივ ვითარების დიპლომატიური და სამხედრო გამწვავება. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ კრემლი მანიაკალურად ცდილობდა მოეწყო „ფრონტის ხაზი“ თავისი საზღვრების პერიმეტრზე, როგორც დასავლეთში, ასევე სამხრეთში და თანაც სწორედ სეპარატისტული კონფლიქტების ზონებში.

 

2022 წლის დასაწყისში ამ ფრონტებს მოულოდნელად დაემატა აღმოსავლეთის თითქმის „მესამე ფრონტი“. საპროტესტო აქციები ყაზახეთში, CSTO-ს ჯარების სწრაფი შესვლა და ასევე სწრაფ გაყვანასთან დაკავშირებული კითხვები ჯერაც პასუხგაუცემელია. ნუთუ ყაზახეთში ყველაფერი დაწყნარდა? თუ ეს მხოლოდ დასაწყისია? ჯერ კიდევ გაუგებარია. ყოველივე ამის შემდეგ, "ძირეული მიზეზები", რამაც გამოიწვია პროტესტი, არსად გამქრალა. მაგრამ უკმაყოფილოთა რიცხვი აშკარად გაიზარდა (მათ შორის მათი, ვისი ნათესავებიც დასახიჩრდნენ ან მოკლეს "წესრიგის დამყარებისას"). უფრო მეტიც, ყაზახები ამ მსხვერპლს სულ უფრო ხშირად უკავშირებენ რუსეთს, რომელიც მმართველ რეჟიმს „იცავს".

 

როგორც კი დაიწყო CSTO-ს ჯარების ყაზახეთიდან გაყვანა, უკრაინის გარშემო ახალი ესკალაცია დაიწყო. ამ გამწვავების ინიციატორად იგივე ლავროვ-კალანტაროვი მოგვევლინა, რომელმაც ფაქტობრივად ულტიმატუმი წაუყენა შეერთებულ შტატებსა და ნატოს უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით მასზედ, რომ მათი თქმით რუსეთის ფედერაციას სჭირდება „უსაფრთხოების მკაფიო წერილობითი გარანტიები“ და რომ ეს ქვეყნები არ შეუერთდება ნატოს, წინააღმდეგ შემთხვევაში განახორციელებს ძალისმიერ სცენარზე უკრაინასთან მიმართებაში.

„უკრაინის ფრონტზე“ სამხედრო ისტერიის აგორების  პარალელურად, სოხუმსა და ცხინვალში სეპარატისტმა მარიონეტებმა  ბრძანებისამებრ დაიწყეს ანტიქართული ისტერიის ახალი ტალღის აგორება.

 

ამგვარად, ე.წ. „აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს“ სეპარატისტმა ხელმძღვანელმა  ინალ არძინბამ არაერთი შეხვედრა გამართა სეპარატისტულ რეგიონში მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე ის ქართულ-აფხაზურ დიალოგთან დაკავშირებულ პროექტებს უტევდა.

 

არძინბა, კერძოდ, შეხვდა World Vision ორგანიზაციის ხელმძღვანელს ოქსანა ლასურიას, დანიის დევნილთა საბჭოს სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინატორს, ადა ჯინჯოლიას და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, რაფის აბაზოვს.

 

„მინისტრმა“ „მიუღებელი“ უწოდა ზოგიერთ პროექტს, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთში ხორციელდება. კერძოდ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, რაფის აბაზოვთან  შეხვედრისას, „აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს“ ხელმძღვანელი შეეხო აფხაზეთის მოქალაქეებს შორის სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარების საკითხს, სადაც წამოჭრა შიდაპოლიტიკური ხასიათის საკითხები და ასევე შეისწავლებოდა საქართველოსთან ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობა. ეს კვლევა ტარდებოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე 2021 წლის ივნისიდან აგვისტომდე“, - ნათქვამია სეპარატისტული საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

სეპარატისტულმა „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკაში სტატისტიკური საქმიანობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, სოციოლოგიური კვლევების ჩატარება მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია. „თქვენს ორგანიზაციას უბრალოდ არ აქვს ამის უფლება. გარდა ამისა, ეს საქმიანობა კოორდინირებული უნდა იყოს შესაბამის დეპარტამენტთან - სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტთან“, - განაცხადა ინალ არძინბამ.

 

ინალ არძინბა ასევე შეეხო COBERM-ის (Confidence Building Early Response Mechanism) პროექტის განხორციელებას.

 

„ეს მიუღებელი პროექტია, რომლის მიზანია აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა, აფხაზებსა და ქართველებს შორის ექსპერტებისა და ახალგაზრდების დონეზე პირდაპირი დიალოგის დამყარება. ამ პროექტის განხორციელება მიუღებელია აფხაზეთის ტერიტორიაზე. ჩაიწერეთ ეს და ნუ  განახორციელებთ მსგავს პროექტებს. ჩვენ გიკრძალავთ ამას“ - განაცხადა სეპარატისტმა.

 

ინალ არძინბა იმან აღაშფოთა, რომ COBERM პროექტი შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ მიზნებსა და ამოცანებს. „შეხვედრის შედეგების მიხედვით, გაეროს განვითარების პროგრამის ოფისმა აიღო ვალდებულება აღკვეთოს მსგავსი პროექტების შემდგომი განხორციელება“, - ნათქვამია ე.წ. "აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო".

 

ცხადია, იგივე ლავროვ-კალანტაროვის ინიციატივით სეპარატისტებს დაევალათ ქართველებსა და აფხაზებს შორის ყოველგვარი მშვიდობიანი კონტაქტისა და დიალოგის „გაწყვეტა“ და ხალხთა შერიგების ხელშემწყობი ნებისმიერი ქმედების აღკვეთა. რა არის ეს თუ არა აშკარა მზადება მორიგი ომისთვის? შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის წინა დღეს სეპარატისტულ აფხაზეთსა და ცხივალის რეგიონში ნამდვილი ანტიქართული ისტერია მძვინვარებდა და როგორც ჩანს ისტორია  მეორდება, მაგრამ გარკვეულწილად უფრო ფართო მასშტაბით.

 

გასაგებია, რომ ახალი სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში „მთავარი ფრონტი“ გაიშლება არა აფხაზეთსა და ცხინვალში, არამედ უკრაინაში. სწორედ აქ მიმდინარეობს ომისთვის ღია მზადება, სწორედ კიევიდან და უკრაინის სხვა ქალაქებიდან, ლავროვ-კალანტაროვის ინიციატივით, დაიწყო რუსი დიპლომატიური თანამშრომლების ოჯახების გაყვანა (ისევე როგორც საქართველოდან გაყავდათ დიპლომატები და მათი ოჯახები 2008 წლის აგვისტოს ომის წინ).

 

არის კიდევ ერთი რამ - 2008 წლის აგვისტოს ომი რუსულმა მხარემ "დაამთხვია" 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადას პეკინში, რომლის საზეიმო გახსნა სწორედ 8 აგვისტოს შედგა. ამის შემდეგ კრემლის პროპაგანდა „აყმუვლდა“ იმის შესახებ, რომ თითქოს „ოლიმპიადის პირველ დღეს საქართველომ ომი გააჩაღა“. ახლა კი იმავე პეკინში, 2022 წლის 4 თებერვალს, დაგეგმილია ოლიმპიადის გახსნა - ამჯერად ზამთრის. მსგავსება ავისმომასწავებელი და თვალშისაცემია.

 

სეპარატისტულ რეჟიმებთან დაკავშირებით ახალი სამხედრო ესკალაციის შედეგი შეიძლება არ იყოს ისეთივე, როგორც 2008 წელს. პირველ რიგში იმიტომ, რომ უკვე გაჩნდა პირველი პრეცედენტი სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო ლიკვიდაციისა - "არწახისა" აზერბაიჯანულ ყარაბაღში, რომელმაც მოგეხსენებათ რუსეთამდე გაცილებით ადრე აღიარა  ე.წ. სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმების „დამოუკიდებლობა“.

 

სიმბოლურია, რომ ცოტა ხნის წინ კიევს ეწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ხოლო 3 თებერვალს კიევში თურქეთის ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩავა. მეტიც, თურქეთიც და აზერბაიჯანიც ცალსახად ემხრობიან როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

 

ჯერჯერობით არსებობს იმედი, რომ წინდახედულობა გაიმარჯვებს. ძალები მეტისმეტად არათანაბარია, მით უმეტეს, რომ სეპარატისტულ პროექტებსა და საზღვრების გადაკეთებას თავისთავად არაფერი მოაქვს, გარდა უზარმაზარი ზიანისა რუსეთისთვის. ამისთვის მსოფლიო ომის დაწყება სიგიჟეა.

 

სომხური ლობი იმედს აშკარად „დიდ ომზე“ ამყარებს და თუ ვიმსჯელებთ კალანტაროვის და სომეხი პროპაგანდისტების პოლიტიკით რუსეთის ფედერაციაში, ყოველმხრივ მის პროვოცირებას ახდენს. მაგრამ ისტორია უნდა გვახსოვდეს. იგივე სომეხი ნაციონალისტები თავიანთი „დიადი სომხური“ გეგმების განხორციელების იმედით ელოდნენ მსოფლიო ომს 1914 წელს და რა მიიღეს საბოლოოდ?

 

კრემლი ნაცვლად "იარაღის ჟღარუნისა", უნდა დაუბრუნდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებს მეზობლებთან. და რაც მთავარია, დაიწყოს უცხო მიწების დეოკუპაცია და უიმედო და ისტორიით განწირული სეპარატისტული პროექტების „აკეცვა“.

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები