დღეს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება

02.03.22 16:00


დღეს, რუსეთ-უკრაინის ოფიციალური პირების ჩართულობით მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება. მოლაპარაკების შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ადასტურებს.

 

„მეორე რაუნდი დღეს საღამოს გაიმართება. დელეგაციების შემადგენლობა არ შეიცვლება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

 

ამ ეტაპზე უცნობია რა მოთხოვნებს წაუყენებს ოფიციალური კიევი მოსკოვს. ამასთან, ასევე უცნობია, სად შედგება მხარეების მორიგი შეხვედრა. 

 

უკრაინული მხარის დელეგაციაში ფრაქცია „ხალხის მსახური“ ლიდერი დავით არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ანდრეი კოსტინი  და რადას დეპუტატი რუსტემ უმეროვი არიან.

 

რაც შეეხება რუსულ მხარეს, რუსეთის დელეგაციას წარმოადგენენ რუსეთის ელჩი ბელარუსში ბორის გრიზლოვი, დეპუტატი ლეონიდ სლუცკი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.

 

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 28 თებერვალს ქალაქ პრიპიატში გაიმართა. 

 

პირველ რაუნდზე უკრაინამ რუსეთს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანა მოსთხოვა. 

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები